ლევ ტროცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტროცკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლევ ტროცკი
რუს. Лев Давидович Троцкий
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1879[1]
დაბადების ადგილი Bereslavka, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 1940(1940-08-21)[2] [3] [4] [1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი Coyoacán
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
უკრაინის სსრ
 სსრკ
 მექსიკა
განათლება ოდესის უნივერსიტეტი
ეროვნება Ukrainian Jews[5] და რუსი ებრაელები[5]
მამა David Bronstein
დედა Anna Bronstein
მეუღლე/ები Natalia Sedova და Aleksandra Sokolovskaya
შვილ(ებ)ი Sergei Sedov, Zinaida Volkova და Lev Sedov
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი

ლევ ტროცკი (რუს. Лев Давидович Троцкий; დ. 7 ნოემბერი [ძვ. სტ. 26 ოქტომბერი], 1879, იანოვკა, უკრაინა — გ. 21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა), დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) — საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ტროცკის იდეები ტროცკიზმის კომუნისტური თეორიის ბაზისია და ტროცკიზმი დღემდე რჩება კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სკოლად, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სხვა მარქსისტული პოლიტიკით გამსჭვალული სტალინისა და მაო ძედუნის თეორიებისგან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროცკი დაიბადა იანოვკაში, უკრაინის ხერსონის პროვინციაში, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ იდიშის ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად ლევ კამენევს, წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.

ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ ოდესაში გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.

ტროცკი თავდაპირველად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის მხარდამჭერი იყო. 1905 წელს იყო მის მიერ შექმნილი პეტერბურგის მუშატა დეპუტატების საბჭოს ხელმძღვანელი. 1908 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. 1908-1912 წლებში ვენაში გამოსცემდა გაზეთ „პრავდას“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ტროცკიმ ბოლშევიკების ბანაკში გადაინაცვლა და პარტიის ლიდერი გახდა. საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი.

1923 წლიდან გახდა შიდა პარტიული მემარცხენე ოპოზიციის ლიდერი. 1927 წელს მოხსნილ იქნა ყველა დაკავებული თანამდებობიდან და გაგზავნილ იქნა გადასახლებაში. 1929 წელს გაძევებულ იქნა საბჭოთა კავშირიდან. ემიგრაციაში ტროცკი განაგრძობდა სტალინის კრიტიკას. 1932 წელს ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა. 1940 წლის 20 აგვისტოს მეხიკოში ყოფნისას მოკლულ იქნა საბჭოთა აგენტის რამონ მერკადერის მიერ ყინულის სატეხი ცულით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]