პროლეტარული რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„პროლეტარული რევოლუცია“ შეიძლება აღნიშნავდეს:

  • საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის კრებული. გამოიცა თბილისში 1933 წელს ქართულ ენაზე „რევოლუციური მატიანის“ ნაცვლად. გამოვიდა მხოლოდ ერთი ნომერი. კრებულში დაბეჭდილია მასალები და დოკუმენტები ამიერკავკასიის რევოლუციური მოძრაობისა და კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიიდან; დაბეჭდილია ი. სტალინის, ფ. მახარაძის, მ. ტოროშელიძის, გ. ხაჭაპურიძის შრომები და სტატიები, ძველი ბოლშევიკების მოგონებები პარტიის III ყრილობის შესახებ. გამოსცა სარედაქციო კოლეგიამ, რომელშიც შედიოდნენ ფ. მახარაძე, გ. ყურაშვილი, მ. ტოროშელიძე. ტირაჟი 3 ათასი.
  • მარქს-ენგელსის-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ორგანო; 1937 წელს ერთადერთი ნომერი გამოვიდა თბილისში ქართულ ენაზე. 1939 წლიდან 1944 წლამდე კრებული გამოდიოდა ყოველწლიურად. დაბეჭდილია დოკუმენტები და მასალები, ა. კიკვიძის, ლ. გორგილაძის, ლ. ებანოიძის და სხვათა გამოკვლევები. დართული აქვს ქართული გაზეთების (1918–1921) ბიბლიოგრაფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]