ჰედონიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეპიკურე
ეპიკურე, ბერძენი ფილოსოფოსი, ჰედონიზმის მიმდევარი

ჰედონიზმი (ძვ. ბერძნ. ἡδονή — „სიამოვნება“) — ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც სიკეთე ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და აბედნიერებს ხოლო, ბოროტებას თან სდევს ტანჯვა. ჰედონიზმის მიხედვით, ადამიანის ქმედებათა საფუძველს წარმოადგენს, სიამოვნებისაკენ სწრაფვა და ეს სურვილი არის მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა. უკიდურესი ჰედონისტების მიხედვით, ადამიანმა უნდა ისიამოვნოს მომენტით და არ არის საჭირო მომავალზე ფიქრი ან ზრუნვა. კრიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებდნენ ჰედონიზმს, რადგან მათი განმარტებით, ჰედონისტებისთვის მთავარი სიამოვნება ფიზიკურია და ისინი მიისწრაფვიან დიდებისაკენ. საბერძნეთში ჰედონისტებს უწოდებდნენ, არისტოტელეს ეთიკის მიმდევრებს. ჰედონიზმს მთავარი ადგილი უკავია მილისა და ბენტამის უტილიტარიზმში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰედონიზმის ყველაზე ადრეული ჩანაწერები გვხვდება, ინდოელ ფილოსოფოს კარვაკასთან. მისი იდეები დაფუძნებულია ბარჰასპატია სუტრაზე. კარვაკა მხარს უჭერდა სკეპტიციზმს და ჰედონიზმს. მისი თქმით სწორ ქმედებას ადამიანისათვის სიამოვნება მოაქვს.

კირენელები დაარსებულნი არტიპურსის მიერ, იყვნენ ასევე სკეპტიციზმისა და ჰედონიზმის მიმდევრები. მათი ჩანაწერები და არგუმენტები ცუდათაა შემორჩენილი, ამიტომ რთულია მათი პოზიციის სრულად დადგენა. კირენელებს სჯეროდათ, რომ სიამოვნება იყო დიდი სიკეთე და ყველა უნდა მისდევდეს მას. ისინი სხეულებრივ სიამოვნებას უკეთესად მიიჩნევდნენ, ვიდრე გონებრივს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის უფრო ნათელად მიაჩნდათ.

დღეისათვის ჰედონიზმი კვლავაც არსებობს, სიკეთის განსაზღვრების სფეროში, მაგრამ ტკბობის ჰედონისეული განსაზღვრება დღეისათვის არაა მიღებული.

ფსიქოლოგიური ჰედონიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსიქოლოგიური ჰედონიზმის მიხედვით, სურვილის საბოლოო მიზანი სიამოვნებაა. ნივთები სასურველია არა გულისთვის არამედ, იმ სიამოვნებისთვის რასაც ისინი მოგვცემენ. ფსიქოლოგიური ჰედონიზმის მიმდევრები იყვნენ კირენელები ასევე, ჯონ მილი და ჯერემი ბენტამიც.

ეთიკური ჰედონიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთიკური ჰედონიზმის მიხედვით, პიროვნების სურვილის მიზანი ისევ და ისევ სიამოვნებაა და მისკენაა მიმართული. ხშირად ეთიკური ჰედონიზმი ყალიბდება ფსიქოლოგიური ჰედონიზმის მიხედვით.

ჯერემი ბენთამის შეხედულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენთამის აზრით, ბუნებამ ადამიანები მოაქცია ორი მმართველის-ტკივილისა და სიამოვნების ქვეშ. ამიტომაც, მხოლოდ მათ უნდა მიუთითონ ადამიანს, რა უნდა აკეთონ და რა არა. ამიტომ, მოტივი არაფერია თუ არა სიამოვნება ან ტკივილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რჩეული ფილოსოფიური მოთხრობები, თბ.: „საბჭოთა საქართველო, 1987.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]