რელატივიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რელატივიზმი — ფილოსოფიურ შეხედულებათა ერთობლიობა, რომელიც უარყოფს ობიექტურობას და ამტკიცებს, რომ ფაქტები რელატიურია, ანუ განსხვავებულად აღიქმება დამკვირვებლის პერსპექტივისა და იმ გარემოს კონტექტსის მიხედვით, რომელშიც წარმოდგენილია ისინი.[1]

რელატივიზმის მრავალი ფორმა არსებობს. მორალური რელატივიზმის საგანია სხვადასხვა ხალხთა და კულტურათა განსხვავებულ მორალური ფასეულობები და ეთიკურ ნორმები.[2] ეპიტემოლოგიური რელატივიზმის მიხედვით, რწმენის, სამართლიანობისა და რაციონალურობის ნორმებთან მიმართებით არ არსებობს აბსოლუტური ფაქტები და ისინი მხოლოდ რელატიურ ხასიათს ატარებს.[3] ალეთოლოგიური რელატივიზმი უარყოფს აბსოლუტური ჭეშმარიტების არსებობას და ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის რელატიურია გარკვეულ გარემო პირობებთან მიმართებით, მათ შორის როგორიცაა სოციალური, ენობრივი და კულტურული კონტექსტი.[4]

დესკრიფციული რელატივიზმი აღწერს კულტურათა და ხალხთა შორის არსებული განსხვავებები შეფასების გარეშე, მაშინ როცა, ნორმატიული რელატივიზმი დაინტერესებულია მოცემულ ფარგლებში შეხედულების მორალურობასა და ჭეშმარიტების შეფასებით.

რელატივიზმის გარკვეული ფორმები ენათესავება ფილოსოფიურ სკეპტიციზმს.[5]

შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილოსოფიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლურ ფილოსოფიაში რელატივიზმის დამფუძნებელ მამებად სოფისტები მიიჩნევიან. რელატივიზმის ელემენტები მათ აზროვნებაში ძვ. წ. V საუკუნეში გაჩნდა. სოფისტების აზრით, მართებულისა და მცდარის გაგება იცვლებოდა ერთი ქალაქ-სახელმწიფოდან მეორემდე, ერთი თაობიდან მეორემდე, ამდენად „ჭეშმარიტება“ ცვალებად-მიმდინარე იყო. სოფისტი პროტაგორას ცნობილი დებულებაა: „ადამიანია ყველაფრის საზომი: არსებულისა, რომ ისინი არიან და არარსებულისა, რომ ისინი არ არიან.“ სოფისტთა მოსაზრებები ცნობილი გახდა მათი ოპონენტის, პლატონის, წყალობით, რომელიც, მათგან განსხვავებით, ჭეშმარიტების ობიექტურობას აღიარებდა. პლატონის დიალოგში „პროტაგორა“ პროტაგორა ამბობს: „რაც მართალია შენთვის, მართალია შენთვის, ხოლო რაც მართალია ჩემთვის, მართალია ჩემთვის.“[6][7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stanford Encyclopedia of Philosophy, [1]
  2. Swoyer, Chris. (2003) Relativism.
  3. Epistemic Relativism.
  4. Edward N. Zalta (ed.). "Relativism", "The Stanford Encyclopedia of Philosophy (Fall Edition)". "ჭეშმარიტების რელატიურობა, იგივე ალეთოლოგიური რელატივიზმი, ყველაზე მარტივი გაგებით გულისხმობს იმას, რომ, რაც მართალია ერთი ინდივიდისა ან სოციალური ჯგუფისთვის, შესაძლოა არ იყოს მართალი სხვისთვის."
  5. (2021) "Relativism", The Stanford Encyclopedia of Philosophy. Metaphysics Research Lab, Stanford University. 
  6. Richard Austin Gudmundsen (2000). Scientific Inquiry: Applied to the Doctrine of Jesus Christ. Cedar Fort, გვ. 50. ISBN 978-1-55517-497-2. 
  7. Sahakian, William S. (1993). Ideas of the great philosophers. Barnes & Noble Publishing, გვ. 28. ISBN 978-1-56619-271-2. „What is true for you is true for you.“ 
  8. Sahakian, W. S. (1965). Realms of philosophy. Schenkman Pub. Co., გვ. 40.