იზაბელა პარმელი
იზაბელა პარმელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 1741 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი, 1763, (21 წლის) ვენა, ავსტრია |
წოდება | ავსტრიის ერცჰერცოგინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | იოზეფ ავსტრიელი |
შვილ(ებ)ი |
მარია ტერეზია მარია კრისტინა |
მშობლები |
მამა: ფილიპე I, პარმის ჰერცოგი დედა: ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი |
იზაბელა პარმელი (ესპ. Isabel de Parma, იტალ. Isabella di Parma, გერმ. Isabella von Parma; დ. 31 დეკემბერი, 1741 — გ. 27 ნოემბერი, 1763) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ ფილიპე I-ისა და ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის ასული. 18 წლის ასაკში ცოლად შერთეს ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფ ავსტრიელს, რომელთანაც იზაბელა ბედნიერი არ ყოფილა. ავსტრიის სამეფო კარზე მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მულ მარია კრისტინასთან. იზაბელა გადაჰყვა საშინლად გართულებულ მშობიარობას.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელა დაიბადა 1741 წლის 31 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის ინფანტ ფილიპესა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ისაბელ პარმელი, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე ლუი XV და მისი ცოლი, დედოფალი და პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა. იზაბელას მშობლების ქორწინება საერთოდ არ ყოფილა ბედნიერი, რასაც ისიც დაერთო, რომ მომდევნო 10 წლის მანძილზე იგი მათი ერთადერთი შვილი იყო. მალე იზაბელას მამა დედის მემკვიდრეობის წყალობით პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი ხდება და ცოლ-შვილთან ერთად იტალიაში გადასახლდა. იზაბელა ძალიან ახლოს იყო დედასთან, 1759 წელს კი მისმა სახადით გარდაცვალებამ გაანადგურა იგი. დედის მსგავსად, თავად იზაბელაც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1760 წელს პარმის საჰერცოგოსა და ავსტრიის იმპერიის სამეფო კარებს შორის შედგა ორმაგი დინასტიური ქორწინება. ამ დროს იზაბელა ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას უფროს ვაჟ იოზეფს, მათი ასული მარია ამალია კი იზაბელას ძმაზე დაქორწინდა. მარიონეტული ქორწინების შემდეგ იზაბელა ავსტრიაში ჩავიდა, სადაც 1760 წლის 6 ოქტომბერს, 18 წლის ასაკში იგი ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ იოზეფ ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგიელს. იოზეფი ძალიან ცდილობდა შეეყვარებინა თავისი ახალგაზრდა მეუღლე, თუმცა არ გამოსდიოდა. ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში, იზაბელა ღრმა მელანქოლიაში ჩავარდა.
ურთიერთობა მარია კრისტინასთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენის სამეფო კარზე იზაბელა დიდ დროს არა თავის ქმართან, არამედ მულთან, ერცჰერცოგინია მარია კრისტინასთან ატარებდა, რომელიც მოგვიანებით ტეშენის ჰერცოგ ალბერტ საქსონიელს მიათხოვეს. ორი ქალბატონის ურთიერთობა არ ყოფილა პლატონური და ის უფრო ჰომოსექსუალური იყო. როგორც აღმოჩნდა, ისინი ლესბოსელები იყვნენ. ორი წლის მანძილზე, მათ ერთმანეთს ორასზე მეტი წერილი მისწერეს, რომლებიდანაც ვიგებთ მათი ურთიერთობის შესახებ.
იზაბელასა და მარია კრისტინას ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებდა მათი საერთო ინტერესები, რომლებიც მათ მუსიკისა და ხელოვნებისადმი გააჩნდათ. ყოველდღიურად ისინი ერთად რამდენიმე საათს ატარებდნენ, ხოლო როცა ერთად არ იყვნენ წერილებს წერდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ წლების მანძილზე მარია კრისტინა ძალიან ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ჩანდა, მაშინ, როცა იზაბელა პირიქით, უფრო პასიური და მელანქოლიური გახდა. ცნობილია, რომ იზაბელა ხშირად ფიქრობდა და ოცნებობდა კიდეც სიკვდილზე.
ერთ-ერთ წერილში, იზაბელამ თავის მულს მისწერა:
მეორე წერილში, ასევე იზაბელა იწერებოდა:
„...მე ვამბობ, რომ ჩემი დღეები ღმერთთან ერთად იწყება, თუმცა მე, სხვა არაფერზე შემიძლია ფიქრი, გარდა ჩვენი სიყვარულისა, ეს ყოველივე მარადიულია...“
|
ეს ამბავი მხოლოდ იზაბელასა და კრისტინას გარდაცვალების შემდეგ, მათი საიდუმლო სკივრების გახსნის შემდეგ გამოაშკარავდა, სადაც ისინი საგულდაგულოდ ინახავდნენ ზემოთხსენებულ წერილებს.
ორსულობა და დეპრესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელამ ამავდროულად შესანიშნავად იცოდა ვინ იყო და რომ მას აუცილებლად მოეთხოვებოდა სამეფო ტახტის მემკვიდრის გაჩენა. მიუხედავად ყველაფრისა, მან შეძლო თავისი ჰომოსექსუალური მოთხოვნილებებისა და მეუღლესთან არსებული დისკომფორტის უკან გადაწევა და რამდენჯერმე დაორსულება.
ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1761 წლის ბოლოს, იზაბელა პირველად დაფეხმძიმდა. მას საშინლად რთული ორსულობა ჰქონდა, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ავადმყოფობებს, უკიდეგანო სევდასა და სიკვდილის დაუოკებელ შიშს. ახალგაზრდა და უდარდელი იოზეფი, ვერაფერს ხვდებოდა თავისი ცოლის უბედურების შესახებ. 1762 წლის 20 მარტს, ცხრათვიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ იზაბელამ გოგონა გააჩინა, რომელსაც მისი დედამთილის პატივსაცემად მარია ტერეზია დაარქვეს. ბავშვის გაჩენიდან ექვს კვირაში იზაბელა კვლავ დაორსულდა.
1762 აგვისტოში და 1763 წლის იანვარში, იზაბელამ ნაადრევი მშობიარობით მკვდარი ბავშვები გააჩინა, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. შესაძლოა ითქვას, რომ ორსულობებმა მას ფსიქიკური პრობემები გაუჩინა და ღრმა დეპრესიაშიც ჩააგდო, რომლიდანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ვეღარ გამოვიდა.
1763 წელს, უკვე მეოთხედ დაორსულებულ, ექვსი თვის ფეხმძიმე იზაბელას სახადი შეეყარა. ამავე წლის 22 ნოემბერს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც მარია კრისტინა დაარქვა თავისი მულის პატივსაცემად, თუმცა ბავშვი ძალიან სუსტი იყო და დაბადებიდან სულ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გარდაცვალება და მას შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზაბელა 1763 წლის 27 ნოემბერს, შკოინურგის სასახლეში გარდაიცვალა 21 წლის ასაკში. მას მეოთხე მშობიარობის შემდეგ ინფექცია შეეჭრა, რასაც შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილით დაერთო, რაც მისმა დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ გადაიტანა. მისი დედამთილის ბრძანებით, იგი ყველა კათოლიკური წესის დაცვით დაკრძალეს ვენის საიმპერატორო აკლდამაში. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, იოზეფი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომლიდან გამოსვლასაც რამდენიმე წელი შეალია.
მიუხედავად ყველაფრისა, იოზეფს მისგან ფაქტობრივად მემკვიდრე არ დარჩენია, რის გამოც მისმა დედ-მამამ მისთვის მეორე ცოლის ძებნა დაიწყეს. მათ მალევე იპოვნეს შესაბამისი კანდიდატი, გერმანელი პრინცესა მარია იოზეფა ბავარიელის სახით, რომელთანაც იოზეფს მემკვიდრე მაინც არ შეეძინა. 1765 წელს, იზაბელას გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა ფრანც I-ც, რის შემდეგაც იოზეფი საღვთო რომის იმპერატორი ხდება იოზეფ II-ის სახელით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია ტერეზია (1762-1770), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, პლევრიტისგან;
- მკვდარშობილი ბავშვი (1762);
- მკვდარშობილი ბავშვი (1763);
- მარია კრისტინა (1763), დაიბადა ნაადრევად, რის გამოც იგი ძალიან სუსტი იყო და რამდენიმე თვის ასაკში გარდაიცვალა;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები - იზაბელა პარმელი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Farquhar, Michael (2001). A Treasury of Royal Scandals: The Shocking True Stories of History's Wickedest, Weirdest, Most Wanton Kings, Queens, Tsars, Popes, and Emperors. Penguin Books. p. 91. ISBN 9780140280241.
- Biography of the melancholy Princess Isabella of Parma (1741-1763). Retrieved 6 August 2006
- Vovk, Justin C. (2008). In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa.
- Margaret Goldsmith (1936). "Maria Theresia of Austria". univie.ac.at. Retrieved 2018-02-16.
|