გრიგოლ გეგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ გეგელია
გრიგოლ ვიკი.tif
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1991
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ბრისტოლის უნივერსიტეტი,
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (PhD)[1]; პოლიტიკური თეორიის მაგისტრი (MA); კვლევის მაგისტრი (MRes)
ეროვნება ქართველი
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა კავკასიის უნივერსიტეტის ასისიტენტ პროფესორი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)] მოწვეული ლექტორი,
საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
მამა გიული გეგელია
დედა ლარისა ლავრელაშვილი

გრიგოლ გეგელია (დ. 8 თებერვალი, 1991, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია, არქიტექტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი, მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დედა, ლარისა ლავრელაშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-2007 წლებში, გეგელია სწავლობდა თბილისის მეორე გიმნაზიაში. 2007-2009 წლებში, სწავლა განაგრძო ლონდონში, ილინგისა და დასავლეთ ლონდონის კოლეჯში. 2009-2012 წლებში, გეგელია სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2012-2013 წლებში, სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „პოლიტიკური აზრის ისტორია და ინტელექტუალური ისტორია“. ლონდონში სწავლისას, მისი ხელმძღვანელი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი კვენტინ სკინერი, რომელიც გეგელიას სამაგისტრო თეზისსაც ხელმძღვანელობდა. სამაგისტრო ნაშრომში, „მაკიაველის დროის თეორია“, გეგელიას პირველი ხარისხის შეფასება მიენიჭა. ბრიტანეთის შემდეგ, გეგელიამ კვლევა განაგრძო ფლორენციაში, ევროპის კავშირის მიერ დაფუძნებულ ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტში, ისტორიისა და ცივილიზაციის სადოქტორო პროგრამაზე, სადაც ისტორიისა და ცივილიზაციის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.[2]

აკადემიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგელიას უმთავრესი აკადემიური ინტერესებია პოლიტიკის თეორია, ნაციონალიზმი, რესპუბლიკანიზმი და პოპულიზმი. იგი აგრეთვე იკვლევს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას.

გეგელია მოხსენებით გამოსულა ისტორიისა და პოლიტიკური თეორიის საერთაშორისო კონფერენიებზე ინგლისში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, ჩეხეთსა და საქართველოში. 2018 წელს, გეგელიამ მოხსენება წაიკითხა ვაშინგტონში, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, რომელიც პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.[3] იმავე წელს, გეგელიამ აგრეთვე წაიკითხა მოხსენება ეროვნული არქივის, ეროვნული ბიბლიოთეკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სიტყვით გამომსლელთა შორის იყვნენ სახელოვანი პროფესორები სტივენ ჯონსი, რონალდ სუნი და სხვანი.[4]

2018 წლის მაისში, ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტში, გეგელიამ წაიკითხა მოხსენება „დრო და კრიზისი ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“. 2016 წელს, სიტყვით წარსდგა ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის, ჰარვარდის უნივერსტიტეტის, წმ. ანდრიას უნივერსიტეტის და იელის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონფერენციაზე ფლორენციაში. 2015 წელს, გეგელიამ წაიკითხა მოხსენება Sciences Po-ში, საფრანგეთში[5] და იორკის უნივერსიტეტში, ინგლისში.[6]

ამჟამად, გრიგოლ გეგელია კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია.

სხვადასხვა დროს, გეგელიას სტატიები დაბეჭდილა „ლიბერალში“, „ცხელ შოკოლადში“, „ტაბულაში“, „არილში“, Civil.ge-სა და „Forbes Georgia“-ში. გეგელიას წერილი მშრომელთა უფლებების შესახებ ციტირებულ იქნა „Freedom House“-ის 2017 წლის საერთაშორისო დასკვნაში.[7]

სარედაქციო კოლეგიასთან ერთად, გეგელია რედაქტორია სტივენ ჯონსის წიგნისა „სოციალიზმი ქართულ ფერებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018).

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგელია დამოუკიდებელი პოლიტიკური კომენტატორია. იგი ხშირად კრიტიკოსია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“, ასევე მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებული პოლიტიკისა.

ემხრობა კანონის უზენაესობას, სოციალურ სამართლიანობას და პოლიტიკურ თავისუფლებას. გეგელია ემხრობა მშრომელთა უფლებების დაცვას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, გაზრდილ ინვესტიციას განათლებასა და ჯანდაცვაში და ე. წ. „განმავითარებელ სახელმწიფოს“ (developmental state), რომელიც ჩართულია სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაში.

2019 წლის 6 იანვარს, გეგელიამ „ნეტგაზეთს“[8], „ლიბერალსა“[9] და „TV პირველს“[10] დაუდასტურა, რომ იგი კენჭს იყრიდა მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში, სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლედ, რომელსაც საპარლამენტო უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეუწყდა.

მთაწმინდის ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მიიღო 462 ხმა, რითაც ამომრჩეველთა 3,14%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მეხუთე ადგილი დაიკავა (ქართული ოცნების კანდიდატის ლადო კახაძის, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატის შალვა შავგულიძის, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატის ლევან იოსელიანისა და გირჩის კანდიდატის ჰერმან საბოს შემდეგ).[11] მეორე ტურში გეგელიამ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საკუთარი FB გვერდი
  2. https://www.eui.eu/events/detail?eventid=164084
  3. „პირველი ქართული რესპუბლიკის ასი წლისთავი: მომავალი, აწმყო და წარსული“
  4. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“
  5. Europe in Crisis: The Longue Durée - Conference Program
  6. იორკის უნივერსიტეტის კონფერენციის პროგრამა
  7. Freedom House-ის წლის დასკვნა
  8. გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს
  9. გრიგოლ გეგელია მაჟორიტარ კანდიდატად განიხილება — რა გეგმები აქვთ მემარცხენე ჯგუფებს
  10. TV პირველი: გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
  11. 11.0 11.1 კახაძე VS შავგულიძე - ვის (არ) უჭერენ მხარს მეორე ტურში ვერგადასული კანდიდატები