მანუელ კესონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანუელ კესონი
მანუელ კესონი
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1935 – 1 აგვისტო, 1944
წინამორბედიემილიო აგინალდო
მემკვიდრესერხიო ოსმენია

დაბადებული19 აგვისტო, 1878
ბალერი, ფილიპინები
გარდაცვლილი1 აგვისტო, 1944
სარანაკ-ლეიკი, აშშ
პოლიტიკური პარტიანაციონალისტური პარტია
მამალუსიო კესონი
დედამარია დოლორეს მოლინა
მეუღლეავრორა ანტონია არაგონ-ი-მოლინა
შვილები4

მანუელ ლუის კესონ-ი-მოლინა (ესპ. Manuel Luis Quezon y Molina; დ. 19 აგვისტო, 1878, ბალერი, ფილიპინები — გ. 1 აგვისტო, 1944, სარანკ-ლეიკი, აშშ) — ფილიპინების მეორე პრეზიდენტი თანამეგობრობის პერიოდში და პირველი საერთო სახალხო არჩევნების შედეგად ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

დაიბადა ესპანურ ენაზე მოსაუბრე მეტისების ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მონაწილეობდა აშშ-ფილიპინების ომში. ომის დასრულების შემდეგ დასრულა მანილის სან-ტომასის უნივერსიტეტი. 1907 წელს გახდა ფილიპინების ასამბლეის წევრი. 1909 წელა აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად. თანამეგობრობის გამოცხადების შემდეგ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. აიღო ხმების 68 % და დაამარცხა ემილიო აგინალდო და ეპისკოპოსი გრეგორიო აგლიპაი.მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მხარი დაუჭირა ებრაელების ჩაყვანას ფილიპინებში. 1941 წელს აირჩიეს მეორე ვადით. ამავე წელს იაპონიის არმიის შეჭრის შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო ავსტრალიაში, შემდეგ კი აშშ-ში, სადაც ჩამოაყალიბა მთავრობა დევნილობაში. 1944 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, საკუთარ სახლში და დაკრძალეს არლინგტონის სასაფლაოზე.

მისი პატივისცემის ნიშანად მისი სახელი ეწოდა კესონ-სიტის, რომელიც 1948-1976 წლებში იყო ფილიპინების დედაქალაქი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]