მონრეალის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონრეალის ციხესიმაგრე
Montreal Castle 01.jpg
კოორდინატები: 30°21′52″ ჩ. გ. 35°33′36″ ა. გ. / 30.3646333° ჩ. გ. 35.56000° ა. გ. / 30.3646333; 35.56000
ისტორია
თარიღდება 1115
მონრეალის ციხესიმაგრე (იორდანია)
Noun Project - Castle tower.svg

მონრეალიჯვაროსანთა ციხესიმაგრე არავის აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს კლოვანი და კონუსისებური მთის მწვერვალზე, საიდანაც გადაჰყურებს ხილის ხეებს. დღეს ამ ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელსაც არაბულად უწოდებენ შუბაკს ან შაუბაკს, მდებარეობს ქალაქ შუბაკში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონრეალის ციხესიმაგრის კოშკი

ციხესიმაგრე ააშენა ბალდუინ I-მა 1115 წელს, მისი ექსპედიციის დროს, როდესაც მან აიღო აქაბა (1116) წითელი ზღვის სანაპიროზე. თავდაპირველად იწოდებოდა,როგორც Krak de Montreal და/ან Mons Regalis, მეფის სასახელოდ, რადგან მან დიდი წვლილი შეიტანა მის აგებაში (Mount Royal). ციხესიმაგრე სტრატეგიულად მდებარეობდა გორის წვერზე, ედომის დაბლობზე, სირიიდან და არაბეთიდან მომავალი პილიგრიმთა და ქარავანთა გზებზე. ეს ბალდუინს საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინა ეს ტერიტორიები, რადგან პილიგრიმებს და ვაჭრებს სჭირდებოდათ ნებართვა მისით სარგებლობისთვის. იგი გარშემორტყმული იყო ნაყოფიერი მიწებით და ორი ცისტერნით, რომლებიც მთაზე იყო ამოჭრილი და წყაროებით ივსებოდა.

მონრეალი იერუსალიმის სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა 1142 წლამდე, ხოლო შემდეგ იგი ტრანსიორდანიის სენიორიის ნაწილი გახდა. ამასთანავე სენიორიის ცენტრი გახდა, ჩრდილოეთით მდებარე, უფრო ძლიერი ციხესიმაგრე კერაკი. კერაკი მონრეალთან ერთად სამოცი რაინდით ეხმარებოდა იერუსალიმის სამეფოს. მონრეალი ხელში ჩაიგდო ფილიპ დე მილმა, ხოლო სტეფანია დე მილზე ქორწინების შემდეგ რეინალდ დე შატიიონმა. რეინალდი ციხეს მდიდარ ქარავნებზე თავდასხმისთვის იყენებდა, რომლებსაც ადრე თავისუფლად მოძრაობის უფლება ჰქონდათ. რენომ ააშენა გემები და გადაიტანა წითელ ზღვაში, რათა თავს დასხმოდა მექას. ეს ყველაფერი ვერ მოითმინა სალადინმა და 1187 წელს იერუსალიმის სამეფოში შეიჭრა.[1] იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ მან მონრეალსაც შემოარტყა ალყა. კარგი მდებარეობის გამო სალადინმა ვერ შეძლო საალყე მანქანების გამოყენება, მაგრამ ორწლიანი ალყის შემდეგ ციხესიმაგრე დაეცა (1189). მოგვიანებით მონრეალი დაიპყრეს და აღადგინეს მამლუქებმა.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ნაშთებია შემორჩენილი პირველადი ჯვაროსნული ციხესიმაგრისაგან. არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ აქ იყო სამი კედლის კომპლექტი, რომლებიც ნაწილობრივ შემორჩა. კოშკები და კედლები გაფორმებულია მე -14 საუკუნის მამლუქთა სარემონტო სამუშაოების დროს მოჩუქურთმებული წარწერებით, მაგრამ შიდა სივრცეები დანგრეულია. საგუშაგო ჯიხურთან ახლოს, 350 საშიში, მოლიპული, სპირალური და კლდოვანი კიბე ჩადის წყაროსაკენ.

ციხე ამჟამად გამოკვლეულია იტალიის არქეოლოგიური გუნდის მიერ ქალაქ ფლორენციის უნივერსიტეტიდან.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «The Crusades» by Hans Mayer
  • «The Age of the Crusades: The Near East from the Eleventh Century to 1517» by Peter Holt

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Eddé, Anne-Marie “Saladin” trans. Jean Marie Todd Harvard University Press 2011.ISBN 978-0-674-055559-0
  2. http://www.shawbak.net (იტალიური)