შინაარსზე გადასვლა

კარდენახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კარდენახი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი კარდენახი
კოორდინატები 41°40′20″ ჩ. გ. 45°53′13″ ა. გ. / 41.67222° ჩ. გ. 45.88694° ა. გ. / 41.67222; 45.88694
ცენტრის სიმაღლე 510
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3873[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კარდენახი — საქართველო
კარდენახი
კარდენახი — კახეთის მხარე
კარდენახი
კარდენახი — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კარდენახი

კარდენახისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3873 ადამიანი.

სოფელში გავრცელებული გვარია ვაჩნაძე. XVII საუკუნეში სოფელში დასახლდა აფხაზეთიდან გადასული შარვაშიძეების ერთი შტო, რომლებმაც შემდგომში მიიღეს გვარი აფხაზი.

კარდანახი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ასევე მოხსენიებულია როგორც კარდენახი. სოფელში განვითარებულია მეურნეობის მრავალი დარგი, მათ შორის მემინდვრეობა, მეცხოველეობა და მევენახეობა. ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, სოფლის სახელი კარდანახი „კარგ ვენახთანაა“ დაკავშირებული. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „კარდანახს აქვს ვენახები აღმოსავლეთით და ღვინო აქაური კეთილ“. სოფელი ისტროიულად ქიზიყს მიეკუთვნება. იქაური ჯარი ბოდბელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყო. კარდანახი თავდაპირველად საქართველოს, ხოლო შემდგომში კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან მასზე ცალკეული ფეოდალები, ვაჩნაძეები, ანდრონიკაშვილები და აფხაზიშვილები იდებდნენ წილს. იოანე ბაგრატიონი თვლის, რომ აფხაზიშვილები კახეთში აფხაზეთიდან მოსულან. 1636 წელს, მეფე თეიმურაზს ისინი თავადების ხარისხით მიუღია და კარდახანში ყმა-მამული უბოძებია. კარდანახში მამულები ჰქონდათ ბარათაშვილებსაც. აღნიშნულ ფეოდალებს ერთმანეთთან დავა მამულებზე, სავარგულებზე წისქვილებზე და სასახლეებზე ჰქონდათ.

1719 წლის შეთანხმების თანახმად, ვახტანგ VI-მ ლეკებთან საბრძოლველად, კახეთის მეფე დავით II იმამყული ხანს ჯარი მიაშველა. ეს ჯარი, ყაფლანიშვილის მეთაურობით, მოსულან კარდანახში და აქ მთელი თვე უქმად იდგნენ, რადგან დავით იმამყული ხანმა ლეკებთან საბრძოლვევად არც კახელები და არც ქართლელები არ გაიყვანა.

თეიმურაზ II-ის 1737 წლის წყალობიდან ჩანს, რომ ამ დროისათვის სამეფო კარს კარდანახის ყმა-მამულის ერთ ნაწილზე საკუთარი საკუთრება აღუდგენია.

XVIII საუკუნის მეორე ნახეარში სამეფო ხელისუფლაბას სოფელში რამდენიმე ცილინდრული კოშკი აუგია. გარდა ამისა, კარდანახელები მონაწილეობდნენ სიღნაღის ციხე-კოშკების მშენებლობაში, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში თავსაც აფარებდნენ. სიღნაღის ციხის კოშკებს შორის ერთ-ერთს „კოშკი კარდანახისა“ რქმევია.

ივანე ჯავახიშვილი კარდანახს იმ სოფლებს შორის ასახელებს, რომლებშიც წმინდა გიორგის დღეობები გამორჩეულად აღინიშნებოდა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014 3873 1 929 1 944

სოფელში გავრცელებული გვარებია: ტურაშვილი, მამულაშვილი, მოსულიშვილი, მჭედლიშვილი მღებრიშვილი, ტეტელოშვილი, გულიაშვილი, ხატიაშვილი და სხვა.[2]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიაბადნენ:

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-10.