კარდანახის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარდანახის წმინდა ელიას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდანახში, ჭანყვაურთაანთ მინდროში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ფლეთილი ქვით და კირის ხსნარით. დაზიანებულია — მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ კედელი აღმოსავლეთ შუა ადგილას განგრეულია, საპირე ქვები შემორჩენილ კედლებზე ჩამოცვენილია. ინტერიერი მიწითაა ამოვსებული. გეგმით სწორკუთხა ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდან ყოფილა. აღმოსავლეთით არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]