შინაარსზე გადასვლა

ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბანი.
სოფელი
ვაზისუბანი

სანაგირეს მონასტერი ვაზისუბნის სიახლოვეს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ვაზისუბანი
კოორდინატები 41°49′12″ ჩ. გ. 45°41′28″ ა. გ. / 41.82000° ჩ. გ. 45.69111° ა. გ. / 41.82000; 45.69111
ადრეული სახელები ურიათუბანი
ცენტრის სიმაღლე 500
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2862[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

ვაზისუბანი (1951 წლამდე ურიათუბანი) — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ვაზისუბანი).

სოფელი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 500 მ-ზე, გურჯაანიდან 13 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 862 ადამიანი.

დღევანდელი ვაზისუბნის ტერიტორია ადრეფეოდალურ ხანაში მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა, იგი მდიდარია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლებით.

სოფლის ისტორიული სახელწოდებაა ურიათუბანი. ის მოხსენიებული აქვთ ვახუშტი ბატონიშვილს, იოჰან გიულდენშტედტს, იოანე ბატონიშვილს. 1664 წელს ქართლის მეფე ვახტანგ V-ს ურიათუბანთან შეებრძოლა ბატონიშვილი ერეკლე (შემდგომში ერეკლე I), რომელიც დამარცხდა და თორღას ციხეს შეაფარა თავი. XVIII საუკუნეში ურიათუბანი ჯერ საჭერემლოს, მისი მოშლის შემდეგ კი ნინოწმინდელი ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა. მოგვიანებით ურიათუბნის ყმა-მამულის ნაწილს ფეოდალები — მამუჩაშვილები (წინანდლელი ჭავჭავაძეების შტო) და ნაზარიშვილები ფლობდნენ. ამ სოფლის მკვიდრთ სავარგულების გამო, ხშირად ჰქონდათ უთანხმოება მეზობელი სოფლების — შაშიანისა და მუკუზნის თემებთან. სოფელში განვითარებული იყო მევენახეობა, მემინდვრეობა. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ურიათუბანს სახელი გადაარქვა და ვაზისუბანი უწოდა.[2]

სოფელში დგას VI საუკუნის II ნახევრის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფლის მახლობლად დგას X–XI საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკა სანაგირე. ვაზისუბნის მახლობლადაა აგრეთვე დავითიანად წოდებულ ადგილზე მდგარი VII საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ორმოცი მოწამის სახელზეა აგებული.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014 2862 1426 1436

სოფელში გავრცელებული გვარებია: სოლომნიშვილი, ღარიბაშვილი, ხეჩოშვილი, დათუნაშვილი, ახალმოსულიშვილი და სხვ.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1951, № 3 (36). — გვ. 4.
  3. გვარები საქართველოში