ჭანდარი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ჭანდარი | |
![]() ჭანდარის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭანდარი |
კოორდინატები | 41°43′25″ ჩ. გ. 45°49′03″ ა. გ. / 41.72361° ჩ. გ. 45.81750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 450 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭანდარი — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსაველთ კალთაზე, ზღვის დონიდან 450 მეტრი, გურჯაანიდან 5 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1678 ადამიანი. სოფ. ჭანდარში მოქმედებს ღვინის ქარხანა.
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 2010 22 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოს – „პირველი“ იტყობინებოდა, რომ ეკლესია ინგრევა: ეკლესიის ჭერის ნაწილი უკვე ჩამოინგრა, კედლები შუაზეა გახსნილი და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების განცხადებით, თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდება, ტაძარი მთლიანად დაინგრევა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის განცხადებით კი, „ეკლესიის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ეკლესიების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებს“.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნის მეცნიერი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე ორ უბანს მიუთითებს: „ძაღლის უბანს“ და „კახის უბანს“. სოფელს ჭანდარი, XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა. გადმოცემით, თავად ანდრონიკაშვილების ნასახლარზე უზარმაზარი ჭადარი იდგა. როგორც ჩანს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად სოფლის სახელის წარმოშობას. არქეოლოგიური აღმოჩენებით ირკვევა, რომ მოსახლეობა აქ გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდა.
სოფელში გავრცელებული გვარებია: სიბაშვილი, ალექსიშვილი, არჯევნიშვილი, ომსარაშვილი, მანიჟაშვილი, კახაბერი და სხვა.[3]
სოფელში აღინიშნება შემდეგი რელიგიური დღესასწაულები: გიორგობა, ბარბარობა და ღვთისმშობლობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 1 678 | 824 | 854 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭანდრის სასახლე
- ჭანდრის ღვთისმშობლის ეკლესია
- ჭანდრის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ჭანდრის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 381.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ჭანდარში XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ინგრევა // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.
|