მუკუზანი
სოფელი | |
---|---|
მუკუზანი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მუკუზანი |
კოორდინატები | 41°48′28″ ჩ. გ. 45°43′43″ ა. გ. / 41.80778° ჩ. გ. 45.72861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 450 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მუკუზანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი:ზეგაანი). გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 450 მეტრი, გურჯაანიდან 12 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 919 ადამიანი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წერილობით წყაროებში სოფელი 1614 წლის ამბებთან დაკავშირებითაა ნახსენები, როდესაც შაჰ-აბასმა არ იმყოფინა ქეთევან დედოფლის და მეფე თეიმურაზის ორი ვაჟის მძევლობა და თავად მეფეს მოსთხოვა ხლება. თეიმურაზ I-მა და ქართლის მეფე ლუარსაბმა დამპყრობელთან ბრძოლა გადაწყვიტეს, თეიმურაზმა შეკრიბა კახთა ჯარი და „გაავლო მუკუზნიდან გაღმა მხარემდე ჯებირი და დადგა“. აღნიშნული ზღუდე მდინარე ალაზნამდე მიდიოდა და ველისციხეს, ახაშენსა და ზეგაანსაც იცავდა. შაჰმა მოისყიდა ქართველ დიდებულთა ნაწილი, რამაც შეასუსტა მეფის ძალები და იგი იძულებული გახადა დაეტოვებუნა მუკუზანი.
მუკუზანის ძირითადად სამეფო და ნაწილობრივ სათავადო საკუთრებაში იყო. აქ ყმა-მამულს ანდრონიკაშვლები, ნაზირიშვილები და მამუჩიშვილები აკონტროლებენ. ხშირი იყო დავები სოფლის კუთვნილ სავარგულებზე სხვა მეზობელ სოფლებთამ, რომლებსაც როგორც წესი მეფე აგვარებდა.
1797 წელს, ლეკებმა ომარხან ავარიელის მეთაურობით ველისციხესთან ერთად მუკუზანიც გადაწვეს. რუსეთის იმპერიამ, საქართველოს მიერთების შემდეგ მოკუზანში სამხედრო პუნქტი მოაწყვეს. რუსეთის ბატონობის პერიოდში მუკუზანი საუფლისწულო მამულად გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდში აქ ორი ღვინის ქარხანა გაიხსნა სადაც ღვინო „მუკუზანი“ ისხმებოდა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუკუზნის ამაღლების ეკლესია
- მუკუზნის მეორე ეკლესია
- მუკუზნის პირველი ეკლესია
- მუკუზნის საცხოვრებელი ნაგებობა
- მუკუზნის სვეტიცხოვლის ეკლესია
- მუკუზნის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 194.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 191-192.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
|