კარდანახის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარდანახის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას შინმოუსვლელთა პარკთან. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (103 x 63 მეტრი) ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით გვიანდ, შეკეთების დროს გამოუყენებიათ აგური. ძლიერ დაზიანებულია კედლები დაახლოებით 2-2,2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. კარ-სარკმლებს გადახურვები აღარ აქვთ. ეკლესიაში შესავლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის შუაში სარკმელიცაა გაჭრილი. აფსიდის გვერდებში სხავადასხვა ზომის ორ-ორი ნიშაა, მათგან მოზრდილები თაღოვანია და იატაკის დონიდან იწყება. მომცრო ნიშნები კი სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ კედელზე ნახევარწრიული ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, გძრივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. XX საუკუნეში ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია კრამიტით გადაუხურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]