კარდანახის ონანაანთ საყდარი
კარდანახის ონანაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში, ნასოფლარ დიდვარდნულში, ტყეში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6 x 4,8 მეტრი), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა და კონქი. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია წყვილი პილასტრით. პილასტრებია გამოყვანილი დასავლეთ კედლის კუთხეებშიც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 166.