კარდანახის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარდანახის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდანახში. კოშკი დგას სოფლის სამხრეთ დასავლეთით, განაპირას, შინმოუსვლელთა პარკის ტერიტორიაზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეებს.

კოშკი მრგვალია, (გარე დიამეტრი 5,5 მეტრია). შემორჩენილია კედლის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები. (სიმაღლე დაახოვებით 2-2,5 მეტრი). ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სამხრეთ კედლის ნაწილში შემორჩენილია ორი სათოფური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]