ქოდალო
სოფელი | |
---|---|
ქოდალო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | არაშენდა |
კოორდინატები | 41°41′17″ ჩ. გ. 45°44′11″ ა. გ. / 41.68806° ჩ. გ. 45.73639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქოდალო — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, (არაშენდის თემი), გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, გურჯაანიდან 37 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 346 ადამიანი.
ისტროია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი ისტორიულ წყაროებში ასევე მოიხსენიება როგორც ქოდალად. მასზე გადიოდა ქოდალო-ზიარი-გურჯაანის სამხრეთ-სამეურნეო მნიშვნელობის გზა. შუა საუკუნეების განმავლობაში სოფელში განვითარებული იყო მეურნეობის მრავალი დარგი და ვაჭრობა. 1940 წელს ქოდალოში აღმოჩენილი ილხანების სახელმწიფოს ვერცხლის მონეტების განძი ნათელს ფენს ქოდალოელთა ეკონომიკური ურთიერთობების გეოგრაფიას.
XVII საუკუნის შუა ნაწილში სოფლისა და სოფელზე გამავალი გზის დასაცავად მოურავიშვილების საგვარეულომ ციხესიმაგრე ააგო. სოფლის ყმა-მამულებზე ვრცელდებოდა ანდრონიკაშვილების, მოურავიშვილების და ზურაბიშვილების გავლენა. კახეთის სამეფოს წარმოქმნიდან ქოდალო ჭერემის ეპარქიაში შედიოდა. ამ საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ. 1757 წლიდან თეიმურაზ II-ის განწესებით ქოდალო ბოდბელ მიტროპოლიტს ერგო. სათავადო მფლობელობასთან ერთად ქოდალოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილი ყმა-მამულიც იყო.
1812 წელს, კახეთის აჯანყებისას ქოდალოელები მხარს ალექსანდრე ბატონიშვილს უჭერდნენ, რომელმაც ქოდალოში რუსების დამარცხება შესძლო.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 545.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 203.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
|