ფხოველი
სოფელი | |
---|---|
ფხოველი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | არაშენდა |
კოორდინატები | 41°42′00″ ჩ. გ. 45°46′10″ ა. გ. / 41.70000° ჩ. გ. 45.76944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ფხოველი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, არაშენდას თემში, ზღვის დონიდან 820 მეტრ სიმაღლეზე.[2] 2014 წლის საყოვალთაო აღწერის მიხედვით მოსახლეობა შეადგენს 5 კაცს.[1]
სოფელში მდებარეობს მდინარე ლაკბეს წყალსაცავი, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 30 მეტრი.[3] წყალსაცავი მოიცავს 22 ჰექტარ ფართობს. ტბაში ბინადრობს კობრი, სქელშუბლა და ქაშაყი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფხოველის, ისევე როგორც ბევრი სხვა სოფლის წარმოქმნა, მოსახლეობის მთიდან ბარში ჩამოსახლების შედეგია. ტოპონიმი ფხოველი სოფლის მცხოვრებთა წარმომავლობაზე მიუთთებს. სოფლის დაფუძნების შემდეგ იგი ჭერემის ეპარქიის შემადგნელობაში შედის. ჭერემის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ, 1757 წელიდან, თეიმურაზ II-ის განწესების თანახმად, ფსოველი ბოდბელი მიტროპოლიტის იოანეს ეპარქიას ერგო.
სოფელში ადგილ-მამულსა და ყმათა დიდ ნაწილს ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. ტრადიციულად მარტყოფის მოურავად სწორედ ფხოვლის სათავადო სახლიდან გამოსული ანდრონიკაშვილების წარმომადგენელი ინიშნებოდა. ფხოვლის მიწათმფლობელთა შორის შედიოდნენ შოურავიშვილები, ზურაბიშვილები და გობიტაშვილები.
სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფით, ფხოველები ბოდბელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყვნენ და ამ საქმის გამრიგე მოურავს დამორჩილებოდნენ.
1722 წელს ლეკებმა „წარსტყვევნეს სოფელი ფხოველი“ (ააოხრეს). მათ ტყვედ წაიყვანეს პაატა მოურავის ვაჟის მეუღლე, რომელიც შემდეგ ჰუსეინ ხანმა შეირთო ცოლად.
სოფელი მდიდარია არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვედა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის) ნამოსახლარი მთის ფერდობზე, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით ნახევარი მილიონი წლისაა.
სოფელი ფხოველი ამჟამად თითქმის დაცარიელებულია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასონიანთ ეკლესია
- ფხოველის ეკლესია
- ფხოველის ელიას ეკლესია
- ფხოველის კვირიკეს ეკლესია
- ფხოველის ლომისის ეკლესია
- ფხოველის ნათლისმცემლის ეკლესია
- ფხოველის ცხენიჭამიას ეკლესია
- ფხოველის წამებულის ეკლესია
- ფხოველის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ფხოველის წმინდა ელიას ეკლესია
- ფხოველის წმინდა მარინეს ეკლესია
- ფხოვლის ქვაშვეთის ეკლესია
- ფხოვლის ყველაწმინდის ეკლესია
- ფხოვლის ციხე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 198-199.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-07.
- ↑ ლაკბეს წყალსაცავი - Georgian Travel Guide
|