კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალაური (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
კალაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი კალაური
კოორდინატები 41°50′35″ ჩ. გ. 45°40′10″ ა. გ. / 41.84306° ჩ. გ. 45.66944° ა. გ. / 41.84306; 45.66944
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 1976[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
კალაური (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

კალაურისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 550 მეტრი, გურჯაანიდან 18 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1976 ადამიანი. სოფელში შემორჩენილია IX საუკუნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები.

2017 წლის 23 აგვისტოს ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში აღმოაჩინეს „რანთა და კახთა მეფის“ საფლავი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ ეს საფლავი ეკუთვნის კახეთის მეფე კვირიკე III-ს[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაური კახეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. წყაროებში ხშირად მეზობელ სოფელ შაშიანთან ერთად იხსენიება, როგორც შაშიან-კალაურის თემი. სოფელი მდებარეობს გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაზე, რამაც ხელი შეუწყო მის განვითარებას. სოფელში ოდითგანვე მისდევდნენ მევენახეობა-მემინდვრეობას. XIX საუკუნეში განვითარებული ყოფილა მექვევრეობაც. ცნობილი მექვევრეები ყოფილან ზაქარა ხიხაძე და ისიდორე ჩუბინიძე. შემორჩენილია ზაქარა ხიხაძის კუთვნილი, ქვევრის საბეჭდი და ისიდორე ჩუბინიძის გაკეთებული ქვევრების პირები წარწერით — ისიდორე ჩუბინიძე. XVl საუკუნის შუა ხანებიდან კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, სოფლის ყმა-მამულის ნაწილზე სამეფო გავლენა გავრცელდა და კალაური სხვა სოფლებთან ერთად „საზირონი არიან მეფისა და კათალიკოსის“. ამავე დროს იგი ეპარქიულად ჭერემის ეპისკოპოსს დაუქვემდებარეს. ჭერემის საეპისკოპოს გაუქმების შემდეგ, XVlll საუკუნის შუა წლებში, თეიმურაზმა და ერეკლე II-მ კალაური ნინოწმინდელ ეპისკოპოსს არგუნეს, მოურავ საბა ტუსისშვილის გამგებლობის ქვეშ. ამავე დროს სოფლის ყმა-მამულის ნაწილს თავადი ვაჩნაძეებიც ფლობდნენ, რომლებიც ნინოწმინდელ მოურავს მორჩილებდნენ. მოურავს სოფლის ყმა-მამულზე და ბეგარა-გამოსაღებზე დიდი უფლებები ჰქონდა მინიჭებული. მეფე და ეპისკოპოსი ცალკეული დავებისა და გაუგებრობების მოსაგვარებლად, უშუალოდ მოურავს მიმართავდნენ. 1799 წელს, კათალიკოსი ანტონ II უბრძანებდა სახლთუხუცეს ამილაბარს: „როგორც მეფის სახლთუხუცესს ახლავან მსახურები სახასოს სოფლებიდან, შენც ისე უნდა იახლო მსახურები, ერთი საგარეჯოდან, ერთი ჯიმითიდან და ერთი შაშიან-კალაურიდან. XVII-XVIII საუკუნეებში კალაურში მოსახლეობის ჩამოსახლება დაიწყო, როგორც კახეთის მთიანეთიდან, ისე იმერეთიდან. ლეკიანობის დროს სოფელს ხშირად უწევდა მტრის მოგერიება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გურჯაანში კახეთის მეფე კვირიკე III-ის საფლავს მიაკვლიეს