შაშიანი
სოფელი | |
---|---|
შაშიანი | |
![]() სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | შაშიანი |
კოორდინატები | 41°49′46″ ჩ. გ. 45°40′46″ ა. გ. / 41.82944° ჩ. გ. 45.67944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 530 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შაშიანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 530 მეტრი, გურჯაანიდან 16 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2342 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საისტორიო წყაროებში შაშიანი შანშიანადაც მოიხსენიება და მეზობელ სოფელ კალაურთან ერთად, შაშიან-კალაურის თემადაც. სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევს მევენახეობას და მემინდვრეობას. XI-XV საუკუნეებში შაშიანი საკათალიკოსო სოფელი იყო. ასეთად ჩანს იგი ალექსანდრე დიდის მიერ დამტკიცებულ 1392 წლის საკათალიკოსო მამულების შეწირვისა და სითარხნის განახლების გუჯარში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, შაშიანი ძირითადად საკათალიკოსო სოფლად რჩება, თუმცა მის ყმა-მამულზე წილი სამეფო კარმაც დადო. XVII-XVIII საუკუნიდან ცალკეული ფეოდალებიც აცხადებენ პრეტენზიას სოფლის ყმა-მამულებზე.
სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, შაშიანი სარუსთველო დროშაზე იყო მიწერილი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შაშიანის კვირაცხოვლის ეკლესია
- შაშიანის მთავარანგელოზთა ეკლესია
- შაშიანის სამების ეკლესია
- შაშიანის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია
- შაშიანის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია
- შაშიანის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 695.
- კახიძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 215.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
|