შინაარსზე გადასვლა

გურჯაანი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
გურჯაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი გურჯაანი
კოორდინატები 41°43′55″ ჩ. გ. 45°48′30″ ა. გ. / 41.73194° ჩ. გ. 45.80833° ა. გ. / 41.73194; 45.80833
ცენტრის სიმაღლე 440
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3738[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გურჯაანი (სოფელი) — საქართველო
გურჯაანი (სოფელი)
გურჯაანი (სოფელი) — კახეთის მხარე
გურჯაანი (სოფელი)
გურჯაანი (სოფელი) — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანი (სოფელი)

გურჯაანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გურჯაანი).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ქალაქ გურჯაანიდან დაშორებულია 2 კმ-ით.

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.

სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.

სოფელი დაყოფილი იყო: კოტეხის, ნათლისმცემლის, კალოუბნის, ხევის, სახასოს და ზემო უბნებად. 1927 წელს გაერთიანდა თელავის და სიღნაღის მაზრები და შეიქმნა კახეთის ოლქი, რომლის მთავარი ცენტრი გახდა სოფელი გურჯაანი. 1934 წელს, კახეთის ოლქის დაშლის შემდეგ, სოფელ გურჯაანს გამოეყო ქალაქი გურჯაანი, რომელიც რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. სოფელ გურჯაანის ცენტრი იყო ხევისუბანი, სადაც ბაზრობები იმართებოდა ხოლმე და თავს იყრიდნენ ვაჭრები კახეთის ყველა კუთხიდან.

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII საუკუნის მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლეში.

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3453 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]5 2132 3932 820
2014[1] 3 7381 8321 906
2024[3] 345316371816
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.