ისლამური განვითარების ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლამური განვითარების ბანკი
დევიზი ერთად ჩვენ ვაშენებთ უკეთეს მომავალს[1]
შეიქმნა 1975
ტიპი განვითარების ბანკი
მდებარეობა ჯიდა, საუდის არაბეთი
წევრები 57
ენა არაბული, ინგლისური, ფრანგული
მნიშვნელოვანი პირები ბანდარ ალ ჰაჯარი (პრეზიდენტი)
ქვეყანა საუდის არაბეთი
isdb.org

ისლამური განვითარების ბანკი (არაბ. البنك الإسلامي للتنمية; ინგლ. Islamic Development Bank) — საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური განვითარების ბანკი დაფუძნდა 1973 წლის 18 დეკემბერს ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების პირველი კონფერენციის დროს.

მისი საქმიანობა დაიწყო 1975 წლის 20 ოქტომბერს[2]. ბანკის კაპიტალი შეიქმნა დამფუძნებელი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ, რომელთაგან ძირითადი შემდეგი ქვეყნებია: საუდის არაბეთი, სუდანი, ქუვეითი, ლიბია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპტე, ინდონეზია, პაკისტანი.

ისლამური განვითარების ბანკს აქვს გაეროს გენერალური ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი.

ამჟამად დაფუძნებულია ისლამური განვითარების ბანკის ჯგუფი, რომელიც მოიცავს შემდეგ ორგანიზაციებს:

  • ისლამური კორპორაცია კერძო სექტორის განვითარებისათვის (ICD)
  • ისლამური კორპორაცია საინვესტიციო და საექსპორტო კრედიტის დაზღვევაზე (ICIEC)
  • ისლამური კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი (IRTI)
  • საერთაშორისო ისლამური სავაჭრო ფინანსების კორპორაცია (ITFC)

მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკის შენობა დაკაში

ისლამური განვითარების ბანკის ჯგუფის ფუნქციებია წევრ ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტების დაფინანსება. ბანკი მოქმედებს შარიათის კანონებისა და პრინციპების საფუძველზე. ბანკის ვალუტა არის ისლამური დინარი. ოფიციალური ენა არაბულია, თუმცა ინგლისური და ფრანგული ენებიც გამოიყენება.

2013 წლის 22 მაისს IDB-ს საწესდებო კაპიტალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა, რათა მუსლიმებს, ორგანიზაციის წევრ და არაწევრ ქვეყნებში, უკეთ მოემსახურონ.

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად 57 სახელმწიფო ბანკის წევრია[3]. ბანკში წევრობის ძირითადი მოთხოვნაა მონაწილეობა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ბანკის კაპიტალში წევრობის საფასურის გადახდა და ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული წესების, პროცედურებისა და პირობების დაცვა.

ბანკის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელია საუდის არაბეთი (26.57%), ასევე ალჟირი (10.66%), ირანი (9.32%), ეგვიპტე (9.22%), თურქეთი (8.41%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (7.54%), ქუვეითი (7.11%), პაკისტანი (3.31%), ლიბია  (3.31%), ინდონეზია (2.93%).

წევრი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთის დროშა ავღანეთი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ალბანეთის დროშა ალბანეთი
ალჟირის დროშა ალჟირი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
ბენინის დროშა ბენინი
ბრუნეის დროშა ბრუნეი
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ'იუვარი
გაბონის დროშა გაბონი
გამბიის დროშა გამბია
გვინეის დროშა გვინეა
გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ
ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ირანის დროშა ირანი
ერაყის დროშა ერაყი
იემენის დროშა იემენი
იორდანიის დროშა იორდანია
კამერუნის დროშა კამერუნი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულების კავშირი
ქუვეითის დროშა ქუვეითი
ლიბანის დროშა ლიბანი
ლიბიის დროშა ლიბია
მალაიზიის დროშა მალაიზია
მალდივის კუნძულების დროშა მალდივები
მალის დროშა მალი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია
მაროკოს დროშა მაროკო
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ნიგერის დროშა ნიგერი
ნიგერიის დროშა ნიგერია
ომანის დროშა ომანი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
პალესტინის დროშა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია
კატარის დროშა კატარი
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
სენეგალის დროშა სენეგალი
სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე
სომალის დროშა სომალი
სუდანის დროშა სუდანი
სურინამის დროშა სურინამი
სირიის დროშა სირია
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტოგოს დროშა ტოგო
ჩადის დროშა ჩადი
ტუნისის დროშა ტუნისი
თურქეთის დროშა თურქეთი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უგანდის დროშა უგანდა
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UN Secretary General Praises IDB Group's Role in Supporting Member Countries’ Plans and Programs. ციტირების თარიღი: 4 February 2016.
  2. Matthew Epstein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
  3. Islamic Development Bank