ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის სსრ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიტვის რესპუბლიკის დროშა
ლიტვის რესპუბლიკის გერბი

ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ლიტვ. Lietuvos Tarybų Socialistinė Respublika, Lietuvos TSR) — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

შეიქმნა 1940 წლის 14 ივლისს. 1940 წლის 21 ივლისიდან შედის საბჭოთა კავშირში. 1990 წლის 11 მარტს ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელიც ლიტვის სსრ-ს ლიკვიდაციას ნიშნავდა. 1991 წლის 6 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა ლიტვას დამოუკიდებლობა მიანიჭა.

განთავსებული იყო საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ლატვიის სსრ-ს, სამხრეთითა და აღმოსავლეთით ბელორუსიის სსრ-ს, სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და პოლონეთს.

ლიტვის რესპუბლიკა იყო ერთადერთი კათოლიკური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.