გრძელველების ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრძელველების ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრძელველების განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია მხოლოდ ნასახლარი ბუდეები, რომლებიც ნაწილობრივ მიწითაა ამოვსებული. შენობები გეგმით სწორკუთხაა (10 x 7 მეტრი; 8 x 4 მეტრი და ასე შემდეგ). ნაგები ყოფილა რიყისა და ნატეხი ქვით (დუღაბზე). კედლების სისქეა 0,4-0,5 მეტრი. შენობების წინა ნაწილი ღიაა, შესაძლებელია ხის კონსტრუქციებით იყო ამოყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]