საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (1920)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (1920)
Flag of Georgia (1918–1921).svg
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
თარიღი 3 მაისი 1920
მდებარეობა თბილისი, საქართველოს დროშა სდრ
Casus belli სოციალისტური რევოლუცია
შედეგი
  • გადატრიალება ჩაიშალა
  • რამდენიმე ბოლშევიკი მცდელობისას მოკლეს
  • სასამართლოს მიერ დაისაჯა 3 ბოლშევიკი
მხარეები
საქართველოს დროშა სდრ-ის მთავრობა ბოლშევიკები
მეთაურები
ნოე ჟორდანია

გიორგი კვინიტაძე

სერგო ორჯონიკიძე
ძალები
35 000 25-მდე
დანაკარგები
უცნობია 3+

1920 წლის მაისის საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ქართველ ბოლშევიკებს სურდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გადაეყენებინათ და ძალაუფლება ხელში აეღოთ. მეზობელ აზერბაიჯანში მოქმედი ბოლშევიკების მე-11 წითელი არმიის იმედით, ბოლშევიკებმა 3 მაისს, საქართველოს დედაქალაქ ტიფლისში სამხედრო სკოლასა და სამთავრობო უწყებების კონტროლის ქვეშ მოქცევა სცადეს. საქართველოს დრ-ის ხელისუფლებამ, თბილისში ამბოხის ჩახშობის შემდეგ, წარმატებით დაბლოკა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე რუსების ჯარების წინსვლა. საქართველოს წინააღმდეგობამ და პოლონეთთან მძიმე ომმა დაარღვია წითელი მმართველების გეგმები, შესაბამისად, საბჭოთა რუსეთმა დროებით გადადო საქართველოს გასაბჭოების გეგმა და აღიარა საქართველოს დრ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მოსკოვის 7 მაისის ხელშეკრულებით.[1][2][3]

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა ბოლშევიკებმა საქართველოში ხელისუფლების თავიანთ კონტროლის ქვეშ მოქცევა ვერ მოაზერხეს, შედეგად იძულებული გახდნენ რევოლუციურ რუსეთში გადასულიყვნენ და საიდანაც მიწისქვეშა საქმიანობით ხელმძღვანელობდნენ მოვლენებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ძირი გამოეთხარად ტიფლისში მოქმედ მენშევიკურ მთავრობას. ბოლშევიკებმა 1918-1919 წლებში, რამდენიმეჯერ შეეცადნენ მენშევიკების წინააღმდეგ გლეხების რევოლუციის მოწყობა, რაც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო. თუმცა, მალევე დაიწყო მზადება ფართომასშტაბიანი აჯანყებისთვის.[1][2]

1920 წლის აპრილში, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობამ, სერიოზული პრეცედენტი ჩამოაყალბა საქართველოს ბოლშევიკებს. საქართველო 1919 წლიდან აზერბაიჯანთან თავდაცვის ალიანსში იმყოფებოდა, მაგრამ მენშევიკურმა ხელისუფლებამ არ ჩაერთო კონფლიქტში. 30 აპრილს გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო აზერბაიჯანისთვის დახმარების გასაწევად, იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელის საკუთარი ხალხიც უნდა ებრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ, იმის გამო, რომ წითელმა არმიამ ბაქოში მინიმალური წინააღმდეგობა დახვდა, საქართველოს მთავრობამ არ დაეხმარა აზერბაიჯანს, რის გამოც ოპოზიციამ მძიმედ გააკრიტიკა მთავრობა.[4] დასასრულს ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველო, თუ თავს დაესხმება წითლებს, მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად.[1]

გადატრიალების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი სამხედრო კოლეჯის შენობა თბილისში, 1920 წლის მოვლენების ეპიცენტრი

კავკასიაში წითელი არმიის და იოსებ სტალინის ახლო მოკავშირე ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე, ცდილობდა დაერწმუნა საბჭოთა ლიდერი ლენინი, საქართველოში შესვლაზე. 1 მაისს, საქართველოს მთავრობამ მობილიზება გამოაცხადა და თბილისის სამხედრო კოლეჯის გენერალური დირექტორი, გიორგი კვინიტაძე მთავარსარდალათ დანიშნა. საქართველოს ბოლშევიკები სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წითელი არმია გააგრძელებდა სვლას საქართველოკენ, ამაში ისინი უკვე აღარ ეჭვობდნენ. 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მანიფესტაციებისა და არეულობის შემდეგ, ბოლშევიკებმა შექმნეს და მხარი დაუჭირეს შეიარაღებულ ჯგუფებს, რომ მათ შეძლონ სახელმწიფო შენობების ხელში ჩაგდება. 2-3 მაისს ღამით, 25 ბოლშევიკმა მებრძოლმა, ტიფლისის სამხედრო კოლეჯს თავს დაესხა, რაც პირველი ნაბიჯი იყო ძალაუფლების ხელში აღებისთვის. ეს კი იმ დროს მოხდა, როდესაც გენერალი კვინიტაძე შენობაში იყო, შედეგად გენერალმა და მისმა კადეტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ისინი მოკლეს და დაჭრეს რამდენიმე თავდამსხმელი. ამის შემდგომ, თავდასხმის ორგანიზატორები, სამი სომეხი ბოლშევიკი, სასამართლოს განაჩენით სიკვდილით დასაჯეს. ძალაუფლების ხელში აღების მცდელობა ჩაიშალა, ტიფლისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბოლშევიკების დევნა დაიწყო.[1][2][5]

სასაზღვრო შეტაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი არმიის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე მიღწევის შემდეგ, არმია კვლავ განაგრძობდა სვლას და შედეგად შეიჭრა საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ორჯონიკიძის საკუთარი ინიციატივით. ტიფლისში არეულობის წარმატებით ჩახშობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანთან საზღვრზე სამხედრო ძალის კონცენტრირება მოახდინა და კონტრშეტევით წითელი არმიის ნაწილები უკუაგდო საქართველოს ტერიტორიიდან. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, რომ ეს ბრძოლა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის ადგილობრივი კონფლიქტის სახე მიეცა. პოლონეთთან განახლებული საომარი მოქმედებების ფონზე, საბჭოებმა დაასკვნეს, რომ იმ პირობებში მეორე ფრონტის გახსნა ადვილი არ იქნებოდა და საქართველოს ოკუპაცია ძალიან ძვირი დაუჯდებოდა მათ. ლენინმა გადაწყვიტა დაეწყო მოლაპარაკებები, რისთვისაც ქართული დელეგაცია მოსკოვში აპრილის ბოლოს ჩავიდა, შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. 1920 წლის 7 მაისს, რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი აღიარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.[1][2][6][7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ფირუზ ქაზიმზადე (1951), The Struggle for Transcaucasia, 1917-1921, pp. 296, 314. The New York Philosophical Library
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 დავიდ მარშალ ლენგი (1962), A Modern History of Georgia, pp. 225-6. ლონდონი: Weidenfeld and Nicolson
  3. რიჩარდ პიპესი (1954), The Formation of the Soviet Union, Communism and Nationalism, 1917-1923, p. 227. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა
  4. ზურაბ ავალიშვილი (1940), The Independence of Georgia in International Politics, p. 261. London: Headley Brothers
  5. Mikaberidze, Alexander (2015) "With Honor and Fidelity:” Life and Career of Colonel Nicolas Tokhadze (1901-1975) of the French Foreign Legion. Tbilisi, გვ. 8–10. ISBN 978-1-312-89698-7. 
  6. ორლანდო ფიგესი (1998 reprint), A People's Tragedy: the Russian Revolution, 1891-1924, p. 714. Penguin Books, ISBN 0-14-024364-X
  7. Jackson, George D. & Devlin, Robert James (1989), Dictionary of the Russian Revolution, p. 244. Greenwood Press, ISBN 0-313-21131-0