ივანე კვინიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ივანე სიმონის ძე კვინიტაძე (ნამდვ. გვარი — ჩიქოვანი) (დ. 1 თებერვალი, 1825 – გ. 1895) — რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, კავკასიის ომებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წწ. ომის აქტიური მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის მამა.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის სიმაგრის, ახულგოს იერიშში. დაღესტანში ბრძოლების დროს მიიღო მრავალი ჯილდო. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). 1873 წელს მონაწილეობდა ხივის ლაშქრობაში. ოსმალეთთან 1877-78 წწ. ომის დროს მეთაურობდა დაღესტნის მე-2 პოლკს. 1881 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა 1895 წელს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვინიტაძე პირველად დაღესტნელი გლეხის ქალზე, ქისტამანზე დაქორწინდა. ჰყავდა 2 ვაჟიშვილი ალექსანდრე (ალექსანდრე ალხაზოვ-ივანოვი[საჭიროებს წყაროს მითითებას], 1861–1919; შემდგომში დაღესტნის პირველი კომპოზიტორი) და ისაბეკი (ისაბეკ აბდულაევი [საჭიროებს წყაროს მითითებას], 1865–1929; მომავალში დაღესტნელი პედაგოგი). თბილისში ივანე კვინიტაძემ მეორედ იქორწინა, პელაგია სულაძეზე. მათი შვილი, გიორგი, შემდეგ საქართველოს არმიის მთავარსარდალი გახდა.