კორნელის უნივერსიტეტი
კორნელის უნივერსიტეტი | |
ლათ. Universitas Cornelliana | |
![]() | |
დევიზი | მე მსურს ვიპოვო ინსტიტუტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება იპოვოს გზა ნებისმიერი რამის სასწავლად - ეზრა კორნელი |
---|---|
დაფუძნდა | 1865 |
ტიპი | კერძო |
მდებარეობა | ითაკა, ნიუ-იორკი აშშ |
საიტი | cornell.edu |
კორნელის უნივერსიტეტი — ამერიკის კვლევითი უნივერსიტეტი ითაკაში, ნიუ იორკი (შტატი). აივი ლიგის უნივერსიტეტთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, იგი ეზრა კორნელმა და ენდრიუ დიკსონ უაითმა დააფუძნეს 1865 წელს. ეზრა ასევე ვესტერნ იუნიონ ტელეგრაფ კომპანის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი იყო. 412 თავდაპირველი სტუდენტით, უნივერსიტეტის გახსნის დღის ცერემონია შედგა 1868 წლის 7 ოქტომბერს. ამჟამად კი ბაკალავრიატის ხარისხზე ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვი 13.500-ს აღემატება, რაც აივი ლიგის უნივერსიტეტთა შორის უდიდესია. სამაგისტრო და პროფესიულ სტუდენტთა ჩათვლით ითაკაში და სამედიცინო სტუდენტებით ქალაქ ნიუ იორკის კამპუსზე სტუდენტთა საერთო რაოდენობა 20.300-ს აღემატება, რაც დაახლოებით ყველა დანარჩენ აივი ლიგის ინსტიტუტებში ჩარიცხულთა საერთო რაოდენობის ტოლია.
2015 წელს კორნელი Central Washington University Rankings-ის მიხედვით მსოფლიოში მეათე იყო(მერვე შტატებში)[1], QS World University Rankings-მა მას მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა[2], Times Higher Education World University Rankings-მა კი მეთვრამეტე[3]. ამავე წელს Academic Ranking of World Universities-ის კვლევის მიხედვით კორნელი მეცამეტე იყო მსოფლიოს მასშტაბით[4].
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Cornell University — ოფიციალური საიტი
- Cornell Big Red
- Cornell – არხი YouTube-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Center for World University Rankings 2015.
- ↑ QS World University Rankings® 2015/16. QS Quacquarelli Symonds Limited. წაკითხვის თარიღი: November 3, 2015.
- ↑ World University Rankings 2015-2016. Times Higher Education. წაკითხვის თარიღი: November 3, 2015.
- ↑ Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy. წაკითხვის თარიღი: November 3, 2015.