ბესარიონ მჭედლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბესარიონ მჭედლიშვილი
Besarion Mchedlishvili — FC Dinamo Tbilisi Midfielder (1969–1975).jpg
ბესარიონ მჭედლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბესარიონ მჭედლიშვილი
დაბადების
თარიღი
21 ოქტომბერი, 1949 (1949-10-21) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1966–1967 ლოკომოტივი 9 (54)
1968–1969 სპარტაკი 42 (22)
1969–1975 დინამო თბ. 58 (5)
1976–1977 გურია 45 (32)
სამწვრთნელო კარიერა
2003 მცხეთა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბესარიონ მჭედლიშვილი (დ. 21 ოქტომბერი, 1949, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, სარანსკის „სპარტაკის“, თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972) და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1974).[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966–1967 წლებში თბილისის „ლოკომოტივშია“, 1968–1969 წლებში კი სარანსკის „სპარტაკში“ თამაშობს.[3] თბილისის „დინამოშია“ 1969 წლიდან, სადაც შვიდი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს [კომ. 1] გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[4][5][6][7][8][9]

ბესარიონ მჭედლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის 58 მატჩს ატარებს და ხუთჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[10] ქვეყნის პირველობის გარდა „დინამოელთა“ რიგებში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 10 შეხვედრაში მონაწილეობს და 3 ბურთი გააქვს.

საკავშირო თასისთვის გამართულ შეხვედრათა ფარგლებში პირველად თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. ეს არის 1/16 ფინალის პირველი მატჩი გუნდებს შორის, რომელიც 1970 წლის 9 მაისს, „ლოკომოტივის“ სტადიონზე იმართება. თბილისური კლუბების სათასო დაპირისპირება, რომელსაც ტრიბუნებზე შეკრებილი 15 ათასი გულშემატკივარი ესწრება, ნომინალური სტუმრების მინიმალური გამარჯვებით (1–0) მთავრდება. ბურთი „ლოკომოტივის“ კარში ლევან ნოდიას შეხვედრის მე-80 წუთზე გააქვს.[11] ბესარიონ მჭედლიშვილის მეორე სათასო და შესაბამისად 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ, 13 მაისს იმავე სტადიონზე ტარდება და კვლავ „დინამოელთა“ გამარჯვებით, ამჯერად ანგარიშით 4–2 მთავრდება.[12]

თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“ აგრძელებს თამაშს.[13] საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1977 წელს ასრულებს.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1971, 1972
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [14][15]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [16]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტროფეო კოლომბინო (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) — საერთაშორისო ამხანაგური ყოველწლიური საზაფხულო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 1965 წლიდან სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქ უელვაში იმართება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ბესარიონ მჭედლიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  2. ბესარიონ მჭედლიშვილი — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Мчедлишвили Виссарион Шалвович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  3. Состав команды «Спартак» Саранск в сезоне 1968. Мчедлишвили Виссарион Шалвович — 21.10.1949. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  4. "Динамо" (Тбилиси, СССР) - "Бенфика" (Лиссабон, Португалия) 3:1 / Международный турнир IX Кубок Колумба. Финал. 19 августа 1973 года. Уэльва. Стадион "Мансанарес". Судья: Гурусета (Испания). "Динамо": Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, М.Мачаидзе (Г.Нодия, 86), Асатиани, Эбралидзе, Гуцаев, Кипиани, Л.Нодия (Мчедлишвили, 63). "Бенфика": Хосе Энрике, Мальта да Силва, Умберто Коэльо, Мессиа, Адольфо, Граца, Нене, Витор Мартинс, Витор Батиста, Тони, Моинхос (Диамантино, 60). Голы: 1:0 Кипиани (5), 2:0 Гуцаев (21), 2:1 Витор Батиста (41), 3:1 Гуцаев (46). Удаление: Тони (63). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  5. კარაველას თასი. fcdinamo.ge (19 აგვისტო, 2013). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  6. Trofeo Colombino de fútbol. es.wikipedia.org (1 ნოემბერი, 2016). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  7. Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1. fc-dynamo.ru (2 თებერვალი, 2016). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  8. IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru (5 მარტი, 2015). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  9. „კარაველას“ რაინდები. opentext.org.ge (22 აგვისტო, 2013). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო, 2019.
  10. ბესარიონ მჭედლიშვილის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Мчедлишвили Виссарион Шалвович — Родился: 21.10.1949. Амплуа: нападающий, полузащитник. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  11. Локомотив (Тбилиси) – Динамо (Тбилиси) 0–1 (0–0). Кубок СССР 1970. 9 мая 1970. 1/16 финала. Первый матч. 19:00. Тбилиси. Стадион "Локомотив". 15 000 зрителей. Гол: 0–1 Л.Нодия (80). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  12. Динамо (Тбилиси) – Локомотив (Тбилиси) 4–2 (0–1). Кубок СССР 1970. 13 мая 1970. 1/16 финала. Второй матч. 19:00. Тбилиси. Стадион "Локомотив". 6 000 зрителей. Голы: 0–1 Б.Джорбенадзе (27), 1–1 Г.Петриашвили (48), 2–1 Г.Гавашели (54), 2–2 Э.Хуцишвили (67), 3–2 Г.Петриашвили (74), 4–2 Г.Гавашели (82). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  13. გია ტუხაშვილი (5 იანვარი, 2009). ბომბარდირი... ნახევარმცველი. მოსამზადებელი ეტაპი ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ძირითად გუნდთან ერთად გავიარე, თუმცა 17 წლის ბიჭს დინამოში მოხვედრის ილუზია არც მქონდა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ლანჩხუთის გურიაში გამიშვეს, სადაც სამი წლის განმავლობაში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი და ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც იყვნენ: ბესო მჭედლიშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, გია თავაძე, ზურაბ ნემსაძე, ანზორ ჯინჭარაძე. ლელო. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. opentext.org.ge. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  14. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  15. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.
  16. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2018.