გუდამაყრის არაგვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 30 კმ კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე |
| ქვეყნები | საქართველო |
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი — მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მეტრზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ2. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 290, თბ., 1978 წელი.