პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (პგო) (არაბ. منظمة التحرير الفلسطينية‎‎, მუნაზამა ათ-თაჰრირ ალ-ფილასტინიია), შეიქმნა 1964 წელს პალესტინის ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე პალესტინის გათავისუფლების მიზნითა და თავისუფალი არაბული პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად. საპროგრამო დოკუმენტად ითვლება პალესტინის ქარტია. ამჟამად ლეგალურად მოქმედებს და გაეროს დამკვირვებლის სტატუსი აქვს. პგო-ს აღმასკომის თავმჯდომარედ 1969 წლიდან იყო იასირ არაფატი. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პოსტზე აირჩიეს მაჰმუდ აბასი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]