ამირა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირა (არაბულად: أمير მეთაური, მმართველი, თავადი) არაბულ, შუა აზიის და ჩრ. აფრიკის მუსლიმ ხალხებში სათავადაზნაურო ტიტულია.

  • თავდაპირველად იგი, როგორც საპატიო ტიტული, ენიჭებოდა მუჰამედის შთამომავლებს (მისი ქალიშვილის ფატიმა ზაჰრას შტო). საუკუნეების განმავლობაში ტიტულმა პირვანდელი დატვირთვა შეიცვალა და როგორც სათავადაზნაურო ტიტული, გამოიყენებოდა ბედუინთა მეთაურების (არაბეთი) და წარჩინებულთა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ (ოტომანთა იმპერია).
  • ფორმალურად სიტყვა "ამირა" გამოიყენება მექას მოსალოცად (ჰაჯი) მიმავალ მუსლიმთა ჯგუფის მეთაურის ("ამირ ჰაჯი") აღსანიშნავადაც.
  • "ამირ ალ-მუმინინ" ( "მართლმორწმუნეთა მეთაური" ) ხალიფა ომარის შემდეგ ხალიფათა საპატიო ტიტულად იხმარებოდა.
  • "ამირ ალ-ბაჰრი" ("ზღვათა მეთაური", ძველქართულად "ამირბარი") საზღვაო ძალების მეთაურის ტიტული იყო. სიტყვა "ადმირალი" აქედან მომდინარეობს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

  • WorldStatesmen რელიგიური ორგანიზაციები - მუსლიმანური ქვეყნები
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ამირა&oldid=1863604-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე