ლათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ლათა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ლათა
კოორდინატები 43°02′11″ ჩ. გ. 41°28′19″ ა. გ. / 43.03639° ჩ. გ. 41.47194° ა. გ. / 43.03639; 41.47194
ცენტრის სიმაღლე 316 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლათა — საქართველო
ლათა
ლათა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლათა

ლათა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე, სოხუმის სამხედრო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: არღუნია, ზემო ლათა, ზენობანი, კადარი, მარდახუჭი, მიასნიკოვკა, ქვენობანი, ხიზარუხა). ზღვის დონიდან 300 მ, გულრიფშიდან 52 კმ.

დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. იხსენიება 1864 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში, შედიოდა დალის თემში. 1923 წელს გუმისთის მაზრაში შედიოდა ათარა-ლათის თემი 7 სოფლით, ხოლო 1925 წელს არსებოდა ლათის სადაბო საბჭო. 1930 წელს ლათის სადაბო საბჭოში შედიოდა სოფლები შუა ლათა და ზემო ლათა.[1]

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ქართულია, სვანურად გასაყარს, გასაყოფ ადგილს ნიშნავს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლათა&oldid=4637844“-დან