ამტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამტყელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ამტყელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გულრიფშის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე აფხაზეთის ქედი
43°15′54″ ჩ. გ. 41°19′56″ ა. გ. / 43.265083° ჩ. გ. 41.332306° ა. გ. / 43.265083; 41.332306
შესართავი კოდორი
43°01′13″ ჩ. გ. 41°20′26″ ა. გ. / 43.020417° ჩ. გ. 41.340806° ა. გ. / 43.020417; 41.340806
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 398 კმ²
ამტყელი — საქართველო
ამტყელი
ამტყელი
ამტყელი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ამტყელი
ამტყელი
— სათავე, — შესართავი

ამტყელი[1]მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 398 კმ². სათავე აქვს აფხაზეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემო დინება ტროგულ ხეობაში მიედინება, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. მიწისქვეშა ამტყელი (სიგრძე 10 კმ-მდე), რომელიც მდინარე კოდორის მახლობლად გამოდის მიწის ზევით, მარცხნიდან იერთებს მდინარე ჯამპალს და იქვე ერთვის კოდორს. ამტყელი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წყალმცირობაზამთარში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 18.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 138.