გლიცერიუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სოლიდუსი გლიცერიუსის გამოსახულებით
ფლავიუს გლიცერიუსი (დაახლ. 420-480) — დასავლეთ რომის იმპერატორი 473-474 წლებში. იმპერატორად გამოაცხადა ბურგუნდების მეფე გუნდობადმა 473 წლის მარტში. იმპერატორის ტახტიდან გადადგომის შემდეგ გახდა სალონის (დღევანდელი სპლიტი, ხორვატია) ეპისკოპოსი. გლიცერიუსი იყო დასავლეთ რომის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო იმპერატორი.