ოლიბრიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიბრიუსის მონეტა

ფლავიუს ანიციუს ოლიბრიუსი (430-472) — რომის იმპერატორი 472 წელს. იგი იყო ანიციის ოჯახის წარმომადგენელი. მამამისს ფლავიუს ანიციუს პრობუსი ერქვა.

ქალაქ რომის დარბევის შემდეგ ვანდალების მეფის ჰაიზერიხი მიერ 455 წელს, ოლიბრიუსი იძულებული გახდა გაქცეულიყო კონსტანტინოპოლში, სადაც 464 წელს დაინიშნა კონსულად და იქორწინა კონსტანტინე III-ის და ლიცინია ეუდოქსიას ქალიშვილზე — პლადიციაზე. ამასთან ერთად, ჰაიზერიხის შვილი ჰუნერიხი ცოლად პლადიციის უფროს დაზე პრინცესა ეუდოციაზე იყო ნაქორწინები. ჰაიზერიხი 461 და ასევე 465 წელს ცდილობდა, რომ ოლიბრიუსი გამხდარიყო დასავლეთ რომის იმპერატორი.

472 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ლეონ I-მა გააგზავნა ოლიბრიუსი, რომ დახმარებოდა დასავლეთ რომის იმპერატორს ანთიმოზს, მის სიძეს რიციმერის წინააღმდეგ. მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ საბოლოოდ ოლიბრიუსი დაინიშნა იმპერატორად. მისი მმართველობა მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა, რადგან 472 წელს იგი ჰიდროფსიისგან დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]