ავიტუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავიტუსი
Marcus Maecilius Flavius Eparchius Avitus
Tremissis Avitus-RIC 2402.jpg
მონეტა ავიტუსის გამოსახულებით
დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 455
მმართ. დასასრული: 456
წინამორბედი: პეტრონიუს მაქსიმე
მემკვიდრე: მაიორიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 395
გარდ. თარიღი: 457
რელიგია: ქრისტიანობა

მარკუს მარცელიუს ფლავიუს ეპარქიუს ავიტუსი (ლათ. Marcus Maecilius Flavius Eparchius Avitus) — რომის იმპერატორი (დასავლეთ რომის იმპერია), მართავდა 455–456 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ავიტუსი წარმოშობით მდიდარი გალიური ოჯახიდან იყო. 30 წლის ასაკიდან რომის სახელმწიფო სამსახურშია. იყო აეციუსის თანამოსაგრე (ასრულებდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებს). იმპერატორმა პეტრონიუს მაქსიმემ გალიის კავალერიისა და ქვეითი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა. თავისი მმართველობის მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირა ბარბაროსების შემოსევები გალიაში.

ავიტუსი ოცნებობდა იმპერატორის ტახტზე, სწორედ ამ მიზნით 455 წლის მაისში გაემგზავრა ტულუზაში. აქ მან შეიტყო იმპერატორის გარდაცვალებისა და ვანდალების მიერ რომის დაპყრობის შესახებ, ამის შემდეგ მიიღო ვესტგოთების მეფე თეოდორიხ II-ის მხარდაჭერა და ამავე წლის 10 ივლისს არელატეში, შვიდი გალური პროვინციის წარმომადგენლების კრებაზე იმპერატორად გამოაცხადეს, თუმცა რომის სენატი და თავად რომაელები მას იმპერატორად არ აღიარებდნენ. სენატორებს ნაწილი დაუკავშირდა ბარბაროსების მხედართმთავარ რიციმერს. 456 წელს რიციმერმა აჯანყება დაიწყო. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ავიტუსმა 456 წლის 6 ოქტომბერს ძალაუფლება დათმო. რიციმერს სურდა ავიტუსის ქვეყნიდან გაძევება, მაგრამ რომის სენატმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ავიტუსი გაიქცა რომიდან ერთგულ გალიაში, მაგრამ გზაში დაავადდა და 457 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]