კონსტანციუს I ქლორუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანციუს ქლორუსის სკულპტურა

ფლავიუს ვალერიუს კონსტანციუს I ქლორუსი (დ. 264, ილირია — გ. 306, ბრიტანია) — რომის იმპერატორი 305-306 წლებში. კონსტანტინე I დიდის მამა. დაწინაურდა დიოკლეტიანეს დროს როგორც მხედართმთავარი. 293 წლიდან - იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი, 305 წლიდან (დიოკლეტიანეს მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ) - ავგუსტუსი. მოაწყო ლაშქრობები გერმანელების წინააღმდეგ. 297 წელს დამორჩილა განდგომილი ბრიტანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]