ალექსი I კომნენოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსი I (ბიზანტია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი I კომნენოსი
Ἀλέξιος Α' Κομνηνός
Alexios I Komnenos.jpg
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1081
მმართ. დასასრული: 15 აგვისტო, 1118
კორონაცია: 5 აპრილი, 1081
წინამორბედი: ნიკიფორე III ბოტანეატესი
მემკვიდრე: იოანე II (ბიზანტია)
დაბ. თარიღი: 1056
გარდ. თარიღი: 15 აგვისტო, 1118
მეუღლე: 1.არგირე 2. ირინე დუკინა
შვილები: ანა კომნენოსი
მარია კომნენოსი
იოანე კომნენოსი
მანუელ კომნენოსი
ისააკ კომნენოსი
ანდრონიკე კომნენოსი
თეოდორა კომნენოსი
ევდოკია კომნენოსი
დინასტია: კომნენოსთა
მამა: იოანე კომნენოსი
დედა: ანა დალასინა

ალექსი I კომნენოსი (105615 აგვისტო, 1118) — ბიზანტიის იმპერატორი 1081-1118 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო კომნენოსების დინასტიის ფუძემდებელი, მხოლოდ მისი მმართველობის ჟამს მოახერხა კომნენოსების ოჯახმა ძალაუფლების მთლიანად ჩაგდება ხელში. ალექსი I-მა მემკვიდრეობით მიიღო იმპერია, რომელიც ნგრევას განიცდიდა და მუდმივ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული ორივე ფრონტზე — აღმოსავლეთით სელჩუკების, ხოლო დასავლეთით ნორმანების წინააღმდეგ. ალექსიმ შეძლო, რომ მყისიერად შეეჩერებინა ბიზანტიის დაკნინება და დაიწყო სამხედრო, ფინანსური და ტერიტორიული აღორძინება, რასაც კომნენოსთა რესტავრაცია ეწოდა. მისი თხოვნები დასავლეთ ევროპის მიმართ, რომ თურქების წინააღმდეგ დახმარებოდნენ იყო ის კატალიზატორი, რამაც აამოქმედა ჯვაროსნული ლაშქრობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]