ფეტიშიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეტიშის გამოსახულება სამხრეთ აფრიკაში. შესრულებულია ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ, 1900 წ.
ვუდუს ფეტიშისტური ბაზრობა ტოგოს დედაქალაქ ლომეში, 2008 წ.

ფეტიშიზმი (ფრანგ. fétiche < პორტ. feitiço < ლათ. facticius — „ხელოვნური“ < ლათ. facere — „გაკეთება“) — საგანი, რომელსაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ, უფრო ხშირად ხელთნაკეთი საგანი, რომელზეც ჰგონიათ, რომ სხვებზე ძალაუფლება აქვს. არსებითად, ფეტიშიზმი არის საგნისადმი მიწერილი ძალაუფლების ან ჩვეული ფასეულობისათვის დამახასიათებელი ემიკური ატრიბუტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეტიშიზმის გაგება თავდაპირველად პორტუგალიელებმა ჩამოაყალიბეს იმ საგნების აღსაწერად, რომლებსაც დასავლეთ აფრიკის ადგილობრივები რელიგიურ კულტებად იყენებდნენ.

ეს კონცეფცია ევროპაში პოპულარული 1757 წლისთვის გახდა, როდესაც გრაფმა შარლ დე ბროსმა იგი დასავლეთაფრიკული რელიგიის მაგიური ასპექტები ძველ ეგვიპტელთა რელიგიას შეადარა. მოგვიანებით, კონეცფცია ასევე გამოიყენა ოგიუსტ კონტმა თავის რელიგიის ევოლუციის თეორიაში, სადაც ის ფეტიშიზმს ყველაზე ადრეული სტადიის პოსტულატად მიიჩნევდა, რასაც შემდეგ პოლითეიზმი და მონოთეიზმი მოსდევდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]