იაჰია ჯამე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაჰია აბდულ აზიზ ჯემუს ჯენკინ ჯამე
იაჰია აბდულ აზიზ ჯემუს ჯენკინ ჯამე
გამბიის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივლისი 1994 – დღემდე
წინამორბედი დაუდა კაირიბა ჯავარა

დაბადებული 25 მაისი 1965
კანილაი გამბია
მეუღლე ზეინებ ჯამე
შვილები მირიამი და მუჰამედი
რელიგია სუნიტური ისლამი

იაჰია ჯამე (ინგლ. Yahya (Abdul-Aziz Jemus Junkung) Jammeh დ. 25 მაისი, 1965, კანილაი, გამბია) - გამბიის პოლიტიკური მოღვაწე, გამბიის პრეზიდენტი 1994 წლიდან. ხელისუფლების სათავეში მოხვდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ. 1994 წლის ივლისში დაამხო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი დაუდა კაირიბა ჯავარა. 1996 წელს შექმნა საკუთარი პარტია და გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2001 წელს აირჩიეს მეორე საპრეზიდენტო ვადით, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბერს მესამე 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადით. სამივე არჩევნებში წინააღმდეგობას უწევდა ერთიდაიგივე პიროვნება - უსეინუ დარბოუ.

გადატრიალების მცდელობა[რედაქტირება]

2006 წლის 21 მარტს პრეზიდენტ იაჰია ჯამეს წინააღმდეგ განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამ დროს თვითონ პრეზიდენტი იმყოფებოდა მავრიტანიაში, სასწრაფოდ დაბრუნდა ქვეყანაში და ჩაახშო ანტისამთავრობო ამბოხება, ხოლო გადატრიალების ხელმძღვანელი აიძულა გაქცეულიყო სენეგალში.

2008 წლის 15 მაისს, განაცხადა რომ მისი მთავრობა მზადაა მიიღოს კანონი ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მისივე თქმით ეს კანონები იქნება "უფრო მკაცრი, ვიდრე ირანში". ამავე წელს ჯამემ გამოაქვეყნა "საბოლოო ულტიმატუმი", რომლის მიხედვითაც ყველა ლესბოსელმა და ჰომოსექსუალისტმა უნდა დატოვოს ქვეყანა.

2007 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინდვრის ბალახების მეშვეობით შეუძლია მოარჩინოს შიდსი და ასთმა.

ოჯახი[რედაქტირება]

იაჰიას და მის მეუღლეს ზეინაბ ჯამეს ჰყავთ 2 შვილი: გოგონა მირიამ ჯამე და ვაჟი - მუჰამედ იაჰია ჯამე, რომელიც დაიბადა 2007 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]