გალათასარაი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალათასარაი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი გალათასარაი
მეტსახელი

Sarı Kırmızılılar (წითელ-ყვითლები) Aslan (ლომი)

Cimbom
დაარსდა 20 ოქტომბერი, 1905
სტადიონი

თურქ ტელეკომ არენა

სტამბოლი, თურქეთი
(ტევადობა: 55 662)
პრეზიდენტი თურქეთის დროშა ბურაქ ელმასი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა დომენეკ ტორენტი
ლიგა თურქეთის სუპერლიგა
2021-2022 მე-13 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
მიმდინარე სეზონი

საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ (თურ. Galatasaray Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბოლიდან, თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. დაარსებულია 1905 წელს. გალათასარაი საშინაო შეხვედრებს მართავს „თურქ ტელეკომ არენაზე“, რომელიც 55 662 მაყურებელს იტევს. „გალათასარაი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, კლუბი არის თურქეთის ჩემპიონი 22-ჯერ, 18-ჯერ არის თურქეთის თასის მფლობელი, 16-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი, კლუბი ასევე მფლობელია, უეფას თასის და უეფას სუპერთასის.

გალათასარაი ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელმაც უეფას თასი მოიგო და ტურნირის განმავლობაში არ დამარცხებულა და პირველი გუნდია, რომელმაც მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფას თასის ფინალში 1999-2000 წლის სეზონში „გალათასარაიმ“ 11 მეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა ლონდონის „არსენალი“ და გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელიც დაეუფლა ევროთასს. „გალათასარაის“ ასევე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სახლში გამარჯვებების ყველაზე დიდ სერიაში. 2001 წლის 13 მაისიდან 2002 წლის 8 დეკემბრამდე მოიგო ზედიზედ 24 შეხვედრა საკუთარ მოედანზე. 2001 წლის იანვარში „გალათასარაი“ მსოფლიო საუკეთესო კლუბების სათავეში იდგა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროთასები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (1): 2000

გამარჯვებული (1): 1999–2000

ნახევარ-ფინალი (1): 1988–1989
მეოთხედ-ფინალი (5): 1962–1963, 1969–1970, 1993–1994, 2000–2001, 2012–2013

მეოთხედ-ფინალი (1): 1991–1992

არაოფიციალური ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (1): 2013

გამარჯვებული (1): 2014

შიდა შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (19): (რეკორდი) 1961–62, 1962–63, 1968–69, 1970–71, 1971–72, 1972–73, 1986–87, 1987–88, 1992–93, 1993–94, 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2005–06, 2007–08, 2011–12, 2012–13
მეორე ადგილი (9): 1959, 1960–61, 1965–66, 1974–75, 1978–79, 1985–86, 1990–91, 2000–01, 2002–03

გამარჯვებული (14): (რეკორდი) 1963, 1964, 1965, 1966, 1973, 1976, 1982, 1985, 1991, 1993, 1996, 1999, 2000, 2005
ფინალისტი (5): 1969, 1980, 1994, 1995, 1998

გამარჯვებული (14): (რეკორდი) 1966, 1969, 1972, 1982, 1987, 1988, 1991, 1993, 1996, 1997, 2008, 2012, 2013, 2015
ფინალისტი (8): 1971, 1973, 1976, 1985, 1994, 1998, 2006, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]