ალიანც არენა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალიანც არენა

ალიანც არენა (გერმ. Allianz Arena) — სტადიონი მიუნხენში, სადაც საშინაო მატჩებს მართავენ მიუნხენის ბაიერნი და მიუნხენ 1860.

სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში არქიტექტორული ფირმა „ჰერცოგი და დე მერონის“ პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. არენაზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.

სტადიონი ფუტურისტული ნაგებობაა, გარედან მორთული რომბი ნეონის ნათურებით. როდესაც საფეხბურთო შეხვედრას „ბაიერნი“ მასპინძლობს, რომბები წითელ ფერში ინთება, „მიუნხენ 1860-ის“ მატჩების დროს ლურჯ ფერად. რომბები თეთრ ფერად ინთება, როდესაც გერმანიის ნაკრები თამაშობს.

აქ გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის გახსნის შეხვედრა. 2012 წელს ალიანც არენაზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 სეზონი ფინალური მატჩი.

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე