პორტალი:ფეხბურთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება


Soccerball.svg
ფეხბურთი გუნდური სპორტული თამაში, რომელშიც მოასპარეზენი ფეხებით ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილით (ხელების გარდა) ბურთის ტარებით და პარტნიორებისთვის გადაცემით ცდილობენ დაწესებულ დროში მის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გატანას მეტოქის კარში. გუნდში 11 კაცია, მათ შორის ერთი მეკარე. სათამაშო სარბიელია სპეციალურად მონიშნული სწორკუთხა მოედანი - ჩვეულებრივ ბალახისაფარიანი მინდორი.

ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე მთელ მსოფლიოში თამაშობენ და მილიონობით ადამიანი რეგულარულად დადის სტადიონზე თავისი რჩეული გუნდის საგულშემატკივროდ, აგრეთვე გაცილებით მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებს სატელევიზიო გადმოცემებს. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.

რჩეული სტატია
Bayern Munchen.png

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი (გერმ.: FC Bayern München) — გერმანიის საფეხბურთო კლუბი ბავარიის ქალაქ მიუნხენიდან; ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ფეხბურთის ისტორიაში; ასევე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. 2 საკონტინენტთაშორისო თასით, 4 ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით, 1 უეფას თასის ტიტულით, 1 თასების მფლობელთა თასის ტიტულით, 21 ეროვნული ჩემპიონატით, 14 გერმანული თასით, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის მოწინავე საფეხბურთო კლუბია. ბაიერნი საწევრო კლუბია და 132.000 წევრით მსოფლიოში სიდიდით მესამეა ბენფიკასა და ბარსელონას კლუბების შემდეგ. ბაიერნს ასევე განყოფილებები აქვს ჭადრაკში, ხელბურთში, კალათბურთში, ტანვარჯიშში, ბოულინგსა და მაგიდის ჩოგბურთში.

კლუბის მიმდინარე ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი — ფრანც ბეკენბაუერი; ვიცე-პრეზიდენტები — დოქტორ ფრიტე შრერერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰანს შიფელი; მენეჯერი — ული ჰიონესი; მწვრთნელი — იურგენ კლინსმანი, მუშაობს 2008 წლის 1 ივლისიდან. კონტრაქტი 2010 წ. მთავარი სპონსორია T-Mobile. (…სრულად)

რჩეული ფოტოსურათი

Allianz arena daylight Richard Bartz.jpg

ალიანც არენა — სტადიონი მიუნხენში, მიუნხენის ბაიერნის და მიუნხენ 1860-ის საშინაო არენა. სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა 2002-05 წლებში, არქიტექტურული ფირმა ჰერცოგი & დე მერონის პროექტის მიხედვით და დაჯდა 340 მილიონი ევრო. სტადიონზე ეტევა 69 901 (66 000 დასაჯდომი) მაყურებელი.


სურათი:
სხვა რჩეული ფოტოები...

კატეგორიები
ფეხბურთი

ეროვნული ნაკრებებიკლუბებიორგანიზაციებისტადიონებიფეხბურთელებიმსაჯებიმწვრთნელებიქვეყნების მიხედვითჩემპიონატებიწლების მიხედვითჯილდოები

რჩეული ბიოგრაფია
რიო გავინ ფერდინანდი

რიო გავინ ფერდინანდი (ინგლ. Rio Gavin Ferdinand; დ. 7 ნოემბერი, 1978, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) არის ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ამჟამად ფერდინანდი თამაშობს მანჩესტერ იუნაიტედში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. რიო ფერდინანდს 72 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. ფერდინანდი არის მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე კაპიტანი. მისი ეროვნული დებიუტი შედგა კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1997 წელს. მისი პირველი უფროსი ასაკის გუნდი იყო ვესტ ჰემ იუნაიტედი. შემდეგი იყო ლიდს იუნაიტედი, მან მოხსნა სატრანსფერო რეკორდი მცველისათვის დიდ ბრიტანეთში. იგი ლიდსში ვესტ ჰემიდან გადავიდა 18 მილიონ ფუნტად.

2001 წელის მისი ახალი კლუბი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი. ტრანსფერი მანჩესტერს ძვირი დაუჯდა — 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი. რიო ფერდინანდმა კიდევ ერთხელ მოხსნა სატრანსფერო რეკორდი. მანჩესტერ იუნაიტედში მას პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული ჰქონდა. მაგრამ რიომ არ გაიარა ნარკოლოგიური ტესტი, რის შედეგადაც მან გამოტოვა 6 თვე პრემიერ ლიგა და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი. დასრულდა თუ არა რიოსთვის „სატანჯველი“ 6 თვე იგი დაუბრუნდა ფეხბურთს. ყველასგან გასაკვირეად მან ძალიან კარგად ჩაატარა სეზონი და მოხვდა პრემიერ ლიგის სეზონის გუნდში. რიო მშვენივრად პროგრესირებდა ასევე ინგლისის ნაკრებში. ამის გამო 2008 წლის მარტში მან მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. (სრულად...)

ახალი სტატიები
ჩემპიონატები და შეჯიბრები
  • ეროვნული ნაკრებების :

აზიის თასიაფრიკის ეროვნებათა თასიოქროს თასიკოპა ამერიკაოკეანიის ეროვნებათა თასიევროპის ჩემპიონატიმსოფლიო ჩემპიონატიკონფედერაციის თასიოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი

  • კლუბების :

აზიის ჩემპიონთა ლიგააფრიკის ჩემპიონთა ლიგაკონკაკაფის ჩემპიონთა თასილიბერტადორესის თასიოკეანიის ჩემპიონთა ლიგასაკონტინენტთაშორისო თასიუეფას თასიუეფას ჩემპიონთა ლიგასაკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი

ახალი ამბები და მოვლენები
Soccerball current event.svg
იცოდით, რომ...
  • ...არგენტინული კლუბის „ინდეპენდიენტეს“ თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის („ხიმნასია და ესგრიმა“) კარი სამჯერ აეღო!..
  • ...ყველაზე მეტი გოლი, რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში, დაუგროვებია არის 16...