ფრანც ბეკენბაუერი
|
|
||
| პირადი მონაცემები | ||
| დაბ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1945 | |
| დაბ. ადგილი | მიუნხენი, გერმანია | |
| პოზიცია | მცველი | |
| ეროვ. ნაკრები | გერმანია 103 (14) | |
ფრანც ბეკენბაუერი (გერმ. Franz Beckenbauer - "Kaiser") (დ. 11 სექტემბერი 1945, მიუნხენი, გერმანია) - გერმანელი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მისი არისტოკრატული თამაშის სტილის გამო "იმპერატორად" (გერმ. "Kaiser") წოდებული.
ამჟამად იგი არის გერმანიის საფეხბურთო კლუბ "ბაიერნის" პრეზიდენტი, 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
უნიკალური ფეხბურთელი, რომელმაც პროფესიონალური მოღვაწეობა სპორტის ამ სახეობაში ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ მან კარიერის ძირითადი ნაწილი მცველის(უფრო ლიბეროს) პოზიციაზე გაატარა.
ორჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად, მან 103 შეხვედრა ჩაატარა გერმანიის ნაკრებში და სამჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. მან პირველად, როგორც გუნდის კაპიტანად მსოფლიო ჩემპიონი 1974 წელს გახდა. ხოლო 1990 წელს ეს თასი გერმანიის ნაკრების თავკაცის პოსტის საშოალებით მოახერხა. მან "მიუნხენის ბაიერნთან" ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა(1974 - 1976 წლებში) და ერთხელ თასების თასი (1967). ის ერთადერთიადამიანია, რომელმაც სამჯერ უკაპიტნა გერმანიის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე. ასევე მას ქონდა შესანიშნავი სამწვრთნელო კარიერა, ახლა კი წარმატებული პრეზიდენტია("მიუნხენის ბაიერნის"). ის ასევე "საერთაშორისონაციონალური ფეხბურთის დიდების წევრია".(National Soccer Hall of Fame.)
1999 წელს ფრანც ბეკენბაუერი აღიარებული იქნა ევროპის საუკუნის მეორე ფეხბურთელად (კრუიფის შემდეგ). ხოლო მსოფლიოს საუკუნის ფეხბურთელთა შორის მესამედ(პელესა და კრუიფის შემდეგ).
დღესდღეისობით ის მოღვაწეობს გერმანიაში. მან წარმატებულად ჩაატარა გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდონარე გახლდათ.
[რედაქტირება] საფეხბურთო კარიერა
| პერიოდი | კლუბი | თამაში/გოლი | ტიტული | |
|---|---|---|---|---|
| 1964-77 | ბაიერნი | 427 / 60 | საკონტინენტთაშორისო თასი: 1976 ჩემპიონთა ლიგა: 1974, 1975, 1976 უეფას თასების თასი: 1967 გერმანიის ჩემპიონი: 1969, 1972, 1973, 1974 გერმანიის თასი: 1966, 1967, 1969, 1971 |
|
| 1977-80 | კოსმოსი | 105 / 19 | აშშ-ს ჩემპიონი: 1977, 1978, 1980 |
|
| 1980-82 | ჰამბურგი | 28 / 0 | გერმანიის ჩემპიონი: 1982 | |
| 1983 | კოსმოსი | 27 / 2 | ||
| 1965-77 | გერმანია | 103 / 14 | მსოფლიოს ჩემპიონი:1974 მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1966 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი:1970 ევროპის ჩემპიონი: 1972 ევროპის ვიცე-ჩემპიონი:1976 |
|
| პირადი მიღწევები | ||||
| 1972 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
| 1976 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
[რედაქტირება] სამწვრთნელო კარიერა
| პერიოდი | კლუბი | ტიტული |
|---|---|---|
| 1984-90 | გერმანია | მსოფლიო ჩემპიონი:1990 მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი: 1986 |
| 1990-91 | ოლიმპიკი (მარსელი) | |
| 1994 | ბაიერნი (მიუნხენი) | გერმანიის ჩემპიონი:1994 |
| 1996 | ბაიერნი (მიუნხენი) | უეფას თასი:1996 |
სტატიის