ქედის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ქედის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ქედა
კოორდინატები 41°34′00″ ჩ. გ. 41°57′00″ ა. გ. / 41.56667° ჩ. გ. 41.95000° ა. გ. / 41.56667; 41.95000
მერი როლანდ ბერიძე     
ფართობი 452 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 16 760[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 37,08 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,92 %
რუსები 0,03 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მუსლიმები 62,1 %
მართლმადიდებლები 31,3 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (425)
საფოსტო ინდექსი 6100
ოფიციალური საიტი http://keda.gov.ge/
ქედის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდ. აჭარისწყლის დიდი ნაწილი (42 კმ.), აღსანაიშნავია ასევე მდ. მერისი. ქედის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ქობულეთის, აღმოსავლეთით — შუახევის, დასავლეთით — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის მუნიციპალიტეტს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ქობულეთ-ჩაქვის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 16 760 (2014). ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 256 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ღომა (2441 მეტრი).

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეულობა. ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი. კარგადაა განვითარებული ქვეტყე (შქერი, იელი, თხილი, მოცვი, წყავი). დამახასიათებელია გარეული მსხალი, ვაშლი, კაკალი, ბალი, ზღმარტლი, ხურმა, ტყემალი. ზემოთ ვრცელდება შერეული ტყეები და წიწვოვნები, მცირე მონაკვეთზე სუბ-ალპური და ალპური მცენარეულობა. ტყიანობის მიხედვით ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღემდე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი და გადაშენების პირას მისული მცენარეები. აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. ქვედა მახუნცეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად გავრცელებული მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტიურთხელი და კოლხური ბზა. წიფლნარ და წაბლნარ ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, კავკასიური ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ზღარბი, გველებიდან ანკარა და ცხვირრქოსანი გველგესლა; მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. მდინარეებში გვხვდება წვერა, კალმახი, ღორჯო.

ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში 1500 მმ. კლიმატი მიახლოებულია სუბტროპიკულთან.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქედის მუნიციპალიტეტში შედის 11 ადმინისტრაციული ერთეული (1 სადაბო და 10 სასოფლო თემია) და 64 დასახლებული პუნქტი (1 დაბა და 63 სოფელი).

1) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლება: დაბა ქედა

2) ქედის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ქედა, არსენაული, აქუცა, გულები, ზენდიდი, კორომხეთი, ორცვა, შევაბური, ცხემნა, ძენწმანი, ხუნკუდა.

3) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დანდალო, ბალაძეები, გოგიაშვილები, მოსიაშვილები, ტაკიძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები.

4) დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: დოლოგანი, ჭალახმელა, ჭინკაძეები.

5) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზვარე, ვაიო, ზესოფელი, კვაშტა, სირაბიძეები.

6) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ზედა მახუნცეთი, ქვედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, ზუნდაგა, მილისი, ნამლისევი, უჩხითი, ქოსოფელი.

7) მერისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: მერისი, გარეტყე, გუნდაური, ინაშარიძეები, ნამონასტრევი, სილიბაური სიხალიძეები.

8) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ოქტომბერი, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, მეძიბნა.

9) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: პირველი მაისი, ზედა აგარა, ქვედა აგარა, კოლოტაური.

10) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: ცხმორისი, ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები.

11) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული.

დასახლებები: წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, საბადური, ტიბეთა.

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 18 15                            
  ნაციონალური მოძრაობა 3 4        
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 1
სულ 24 21  

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები[6] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მოსახლეობა 17 204 19 065 19 232 19 928 19 100 20 024 16 760 16 800 16 800 16 800

ტურიზმი და მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-სიმაგრეები

ცივასულას ციხე, გულების ციხე, საღორეთის ციხე, კავიანის ციხე, ზენდიდის ციხე.

ქვისთაღოვანი ხიდები

დანდალოს ხიდი, მახუნცეთის ხიდი, მიწის ხიდი, ჯაიმელას ხიდი.

მუზეუმები

ქედის ისტორიული მუზეუმი, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი.

ეკლესიები

ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

ასევე

ქვის უძველესი საწნახელები

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. georgia-ethnic-2014
  3. georgia-religion 2014
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-17[მკვდარი ბმული]
  6. Georgia division