შინაარსზე გადასვლა

იესო ქრისტე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ძე ღმერთი)
იესო ქრისტე
ישו
დაიბადა არაუადრეს ძვ. წ. 6 და არაუგვიანეს ძვ. წ. 4
ბეით-ლაჰმი, Herodian Kingdom of Judea, რომის იმპერია[1]
გარდაიცვალა 7 აპრილი, 30 ან 3 აპრილი, 33
გოლგოთა, იუდეა, იერუსალიმი, რომის იმპერია[2]
დასაფლავებულია უცნობი, ქრისტეს საფლავის ტაძარი, Talpiot Tomb[3] , Garden Tomb, მაცხოვრის საფლავი და იერუსალიმი
ხსენების დღე ქრისტეს შობა, აღდგომა და Feasts of the Lord Jesus Christ
მოღვაწეობა მქადაგებელი, წინასწარმეტყველი, დურგალი, რაბინი, სასწაულმოქმედი, religious leader, healer, Messiah, მქადაგებელი[4] , მასწავლებელი[5] , father of faith, tektōn და pastor
ენა Galilean dialect, Biblical Hebrew, კოინე და არამეული ენები
ეროვნება ებრაელები[6]
სასწავლებელი უცნობი და
ცნობილი ნაშრომები იესო ქრისტეს სასწაულები[2] , იესოს ლოცვები[2] და ქრისტეს იგავები[7]
მეუღლე უცნობი
შვილ(ებ)ი
ნათესავ(ებ)ი ადამი[1] , აბრაამი[1] , დავითი[1] და Desposyni

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

ქრისტიანობის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობის ისტორია იწყება ქრისტესთან ერთად (ძე ღმრთისას განკაცებასთან ერთად). მისი ცხოვრება, ქადაგება და მისი მკვდრეთით აღდგომა, მის მიერ ნაქადაგები სასუფევლის მოახლოვება და სოციალური თანასწორობა ადამიანთა შორის, დიდ მოწონებას იწვევდა, ქრისტეს პირველი მიმდევრები იყვნენ გალილეველი მესათხევლეები (მეთევზენი), ანდრია და იოანე, ქრისტე უპრიველეს ცნებად აცხადებს ღმერთის და მოყვასის სიყვარულს.

ქრისტეს განკაცების მიზანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახარებაში ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს განსაკუთრებული ვალდებულებისკენ, მოციქულების ვალია იქადაგონ ხალხში სახარება, რომ სიკვდილი დამარცხებულია და ცათა სასუფეველი დადგა, ყოველი ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისგან.

შობა, დევნა და ჯვარცმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ. ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, მოუწოდა მოწაფეებს (12 მოციქული, 70 მოწაფე), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა.

ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.

ისრაელი იყო რომის კეისარის მორჩილებაში. კეისარმა გასცა ბრძანება დაწყებულიყო მოსახლეობის აღწერა. ზუსტი აღწერისათვის აუცილებელი იყო, ყველა მოქალაქე თავისი წინაპრის მშობლიურ ქალაქში გადასულიყო და იქ აღწერილიყო. იოსები და მარიამ ღვთისმშობელი დავითის ტომის შთამომავლები იყვნენ, სწორედ ამიტომ უნდა ჩაწერილიყვნენ ბეთლემში. გზაში დაუღამდათ და ვერ მოახერხეს სასტუმროში თავისუფალი ადგილის პოვნა. ისინი ქალაქის განაპირას ღამის გასათევად ერთ გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც მწყემსებს საქონელი შეჰყავდათ. სწორედ ამ ღამეს დაიბადა იესო, მარიამმა იგი გამოქვაბულში შვა, სახვევებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა.

წინასწარმეტყველება მესიას პირველ მოსვლაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფალი ხშირად ელაპარაკებოდა ისრაელიანებს წინასწარმეტყველთა პირით კაცობრიობის გამომხსნელის - მესიას (ცხებულის, ე. ი. ქრისტეს) მოსვლაზე. ასე მაგალითად, ესაიამ იესო ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი მოსვლა. აი მისი სიტყვები:

ვიკიციტატა
„რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი...(ესაია 9,6)“

მიქა წინასწარმეტყველმა (მიახლ. 737–690 ქრისტეს შობამდე) კი მისი შობის ადგილიც კი მიანიშნა:

ვიკიციტატა
„და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა... (მიქა 5,1)“

რაც თანამედროვე ქართულ ენაზე შემდეგნაირად ჟღერს:

ვიკიციტატა
„...შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდეას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან...“

ესაიას (7-8 ასეული წლის წინ ქრისტეს შობამდე) წიგნის 53-ე თავი კი მესიას მოსვლის მთავარ მიზანზე მოგვითხრობს - ცოდვის უარყოფით კაცობრიობის მოქცევა ღმერთისაკენ და ყოველი ადამიანის ხსნა, საკუთარ თავზე სიკვდილის მიღება მათი ცოდვების გამო.

ესაიამ იწინასწარმეტყველა მესიას, კაცობრიობის მხსნელის, იესო ქრისტეს დაბადება. მან ისე ცხადად გადმოსცა ქრისტეს შობის ისტორია, მისი ცხოვრება, ვნება, სიკვდილი და აღდგომა, რომ კაცი იფიქრებს, მან მაშინ უკვე ნახაო ის, რაც მრავალი ასეული წლის შემდეგ მოხდა და რაც ჩაწერილია ახალ აღთქმაში.

ვიკიციტატა
„ ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე... (ესაია 2-7)“

ზაქარიამ (მე-6 საუკუნე ქრისტეს შობამდე) იწინასაწარმეტყველა ადამის ძის მიერ ქრისტეს 30 ვერცხლად გაცემა:

ვიკიციტატა
„...და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ... (ზაქ. 11,12-13)“
  • Britannica encyclopedia of world religions.2006.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მახარებელი ლ. Εὐαγγέλιον κατὰ Λουκάν — 0085.
  2. 2.0 2.1 2.2 Four Evangelists canonical Gospels
  3. Pellegrino C. R. The Jesus Family Tomb
  4. სახარება
  5. Καινή Διαθήκη — 0100.
  6. The Holy Bible, Santa Biblia, Biblia, Bíblia Sagrada, Света Библија, Bibbia, La Bible, la Biblio, Biblija, Αγία Γραφή, Βίβλος, الكتاب المقدس
  7. synoptic gospels