შინაარსზე გადასვლა

ონისიფორე (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონისიფორე
Ὀνησιφόρος
დაიბადა I საუკუნე
კონია
გარდაიცვალა ეფესო
ხსენების დღე 6 სექტემბერი

მოციქული ონისიფორე (ძვ. ბერძნ. Ὀνησιφόρος, ლათ. Onesiphorus) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 7 (20) სექტემბერი და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში — 6 სექტემბერი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში:

ვიკიციტატა
„მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“
(2 ტიმ. 1.16-18)

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როდესაც პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]