სერაფიმნი
იერსახე
| სერაფიმნი שְׂרָפִים | |
|---|---|
|
სერაფიმი სტამბულის აიასოფიის ტაძრიდან | |
სერაფიმი, სერაბიმი (ებრ. שְׂרָפִים — „ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული“) — ანგელოზთა 9 დასიდან ერთ-ერთი. ქრისტიანული რელიგიის მიერ შემუშავებულ ანგელოზთა იერარქიაში, „სერაფიმები“ უმაღლესი იერარქიის პირველ დასს, ანუ მხედრობას განეკუთვნებიან (სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი). სერაფიმნი, ბიბლიური წარმოდგენით, ექვსფრთიანი ანგელოზებია, რომლებიც ღმერთთან ყველაზე ახლოს დგანან.
იხსენიებიან ძველი აღთქმის ესაიას წინასწარმეტყველების წიგნში:
- „თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ...“ [და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს...] (ეს. 6,2-6).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 825, ISBN 978-99940-69-47-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||||