12 საუფლო დღესასწაული
(გადამისამართდა გვერდიდან საუფლო დღესასწაულები)
12 საუფლო დღესასწაული — მართლმადიდებლ მორწმუნეთათვის განსაკუთრებული დღეები. საუფლო დღესასწაულები იყოფა ორ ჯგუფად, მოძრავად და უძრავად.
მოძრავნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - (თარიღი გამოთვლით) - უდიდესი საუფლო დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსთვის
- ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - (დიდ-მარხვის მეექვსე კვირას, ანუ აღდგომის წინა კვირას);
- ამაღლება - (აღდგომიდან მე-40 დღეს);
- სულთმოფენობა - (აღდგომიდან 50-ე დღეს).
უძრავნი (ძვ.სტ. / ახ. სტ.)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- განცხადება - ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - (6 იანვარი / 19 იანვარი);
- მირქმა - მიგებება იესუ ქრისტესი - (2 თებერვალი / 15 თებერვალი);
- ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - (25 მარტი / 7 აპრილი);
- ფერისცვალება იესუ ქრისტესი - (6 აგვისტო / 19 აგვისტო);
- მარიამობა - მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა -(15 აგვისტო / 28 აგვისტო);
- ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - (8 სექტემბერი / 21 სექტემბერი);
- ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა - (14 სექტემბერი / 27 სექტემბერი);
- ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა - (21 ნოემბერი / 4 დეკემბერი);
- ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი - (25 დეკემბერი / 7 იანვარი).
12 საუფლო დღესასწაული - მოძრავნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
12 საუფლო დღესასწაული - უძრავნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|