იერომიელ მთავარანგელოზი
იერსახე
| იერომიელ მთავარანგელოზი | |
|---|---|
|
| |
| ხსენების დღე | 8 ნოემბერი |
იერომიელ მთავარანგელოზი ან იერემიელი[1] (ძვ. ებრ. ירחמיאל — „სიმაღლე ღვთისა“) — ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას.
განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.[2]
— (3 ეზრ.4:35-37)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
- ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის დაარქივებული 2026-01-06 საიტზე Wayback Machine. — მთავარანგელოზები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 587, ISBN 978-99940-69-47-7.
- ↑ წიგნი ეზრასი
| |||||||||||||